x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სამართალდამცავებმა დაასახელეს მიხეილ კრუგის მკვლელის ვინაობა
image


რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტის წარმომადგენლებმა დაასახელეს, ცნობილი რუსი შანსონიეს და ე.წ."ბლატნოი" სიმღერების შემსრულებლის მიხეილ კრუგის მკვლელის ვინაობა.იგი არის კრიმინალური დაჯგუფების "ტვერელი მგლების"(Тверские волки) ბანდის წევრი დიმიტრი ვესელევი.



სამართლადამცავები აღნიშნავენ, რომ მომღერლის მკვლელობა დაგეგმილი არ იყო, ტრაგედია სპოტანურად მოხდა ძარცვის დროს, როდესაც კრუგი წინ აღუდგა მძარცველებს.

შეგახსენებთ, ავტორ-შემსრულებელი მიხეილ კრუგი(ნამდვილი გვარი ვორობიევი), რომელსაც განსაკუთრებით პატივს სცემდნენ კრიმინალურ სამყაროში მოკლეს საკუთარ სახლში 2002 წლის 1 ივლისს, ქალაქ ტვერში.

იმ მომენტისთვის კრუგის ფეშენებლურ სახლში იმყოფებოდა ცოლი, შვილები, სიდედრი და თავად მომღერალი.ორი მძარცველი გვიან ღამით შეიპარა მესამე სართულზე, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ კრუგის სიდედრს, ხმაურზე გამოვიდა თავად კრუგი და მისი მეუღლე, რა დროსაც მძარცველებმა გახსნეს ცეცხლი და სასიკვდილოდ დაჭრეს მომღერალი.

image


ვესელევის განცხადებით, მომღერლის მკვლელობა საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, იგივე დაადასტურა ძარცვის მეორე მონაწილემ ალექსანდრე აგეევმა.გეგმა ასეთი იყო:მათ უნდა გაეტაცათ ძვირფასეულობა და ანტიკვარიატი, რის შემდეგაც შეწუხებული მიხეილ კრუგი "ტვერელი მგლების"ბანდის მეთაურს, კრიმინალურ ავტორიტეტს, მეტსახელად "ლომს" (Лом)მიაკითხავდა(ნამდვილი სახელი ალექსანდრე კოსტენკო)დახმარებისთვის, "ლომიც" "დაფაცურდებოდა", "იპოვიდა" მძარცველებს და "დიდსულოვნად" დაუბრუნებდა ნაძარცვს, სამაგიეროდ "მფარველობისთვის"მომღერალს წილს მოთხოვდა ჰონორარიდან.


"ტვერელი მგლების" ბანდა დათარეშობდა 2002-2006 წლებში ქალაქ ტვერში და ტვერის ოლქში, მთლიანად მათ ჩაიდინეს 14 მკვლელობა, მათი ძირითადი მსხვერპლი იყო კომერსანტები და მეწარმეები.


ბანდის მეთაურებს ალექსანდრე ოსიპოვს, ალექსანდრე აგეევს და დიმიტრი ბასკაკოვს 2009 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, რაც შეეხება "ლომს", იგი 2006 წელს მოკლეს დღემდე დაუდგენელმა კილერებმა.

image


მიხეილ კრუგმა სახელი გაითქვა ისეთი სიმღერებით, როგორიცაა "Владимирский централ", "Золотые купола", "Кольщик", приходите в мой дом", "Тебе, моя последняя любовь" და სხვა.


0
870
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
870
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0