x
image
ელენე გუმა
"დღეს საკრალური დღე გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი"- ცაგარელის რჩევები დღევანდელი დღისთვის

image
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი "იმედის დილაში" დრევანდელი დღის შესახებ საუბრობს და მას საკრალურს უწოდებს.


მისი თქმით, როგორც დღევანდელ დღეს გაატარებთ, ისე იქნები 21-22 დეკემბრამდე.


"დღეს საკრალური დღე გვაქვს, დღე-ღამ ტოლობა, ანუ ეს არის შემოდგომის ბუნიობა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, საკრალური, ხვალიდან უკვე დაიწყებს შემცირებას დღე, სინათლე. დღეს რაც შეიძლება მეტად ავანთოთ სანთელი და ვილოცოთ, რაც შეიძლება მეტი დადებითი განწყობა, მეტი სიყვარული გამოვავლინოთ, სიკეტე წამოვწიოთ წინა პლანზე, არავითარი ჩხუბი, აგრესია, იმიტომ რომ შემდეგ მნიშვნელოვან პერიოდამდე, რომელიც გვაქვს 21-22 დეკემბერს, როდესაც მზე გვაქვს ყველაზე დაბალ წერტილში და იწყება ახალი წელი რეალურად, ბუნებრივი კუთხით, ანუ ახლა როგორც შეხვდებით, ისე გასტანს პერიოდი იქამდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობით, რომ ჩვენ დავიბევოთ 21-22 დეკემბრამდე რაც შეიძლება მეტი პოზიტივი. ამიტომ არავითარი დეპრესია, არავითარი აგრესია დღეს. გაითვალისწინეთ, სანთელი დაანთეთ, ილოცეთ, ფანტაზია ჩართეთ და სთხოვეთ თუ გინდათ სამყაროს, რომ რაღაც სასიკეთო მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. გინდათ ხმამაღლა, გიდნათ ხმადაბლა, ეს თქვენზე დამოკიდებული. ასევე მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა. მზე დღეს ტოვებს ქალწულის ზოდიაქოს და გადადის სასწორის ზოდიაქოში და ე.ი რა ხდება, ელეგანტურობა, ეთიკურობა წინა პლანზე, ინტელექტის განვითარება, კონტაქტურობა და კომუნიკაბელურობა, ესთეტიზმი შემოდის წინა პლანზე, სასწორს მართავს სიყვარული და სილამაზის პლანეტა ვენერა, ამიტომ მთელი 1 თვე, რ აც შეიძლება ახლოს პოეზიასთან, ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან, მოიმატებს მშვიდობიანობა, რაც დაეხმარება ყველას მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს ნებისმიერი პრობლემა, დიპლომატიის გამოყენებით და კომპრომისის მოძებნით. ასევე სამართლიანობა წამოიწევს წინა პლანზე, მაგრამ ცუდი არის ის რომ სასწორს ხან ერთი უდნა ხან მეორე, თვითონაც არ იცის ბოლოს რა უნდა, ასევე მოიმატებს სულსწრაფობა, ფულის უყაირათოდ ხარჯვა, ეს ტენდენციებიც გაძლეირდება. "- განაცხადა ცაგარელმა.

0
214
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0