x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მუზეუმის ეზოში ვიზიტორთა ცენტრი შენდება

image

.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში, შესასვლელ კართან, კიდევ ერთი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.
.
როგორც ფიროსმანის მუზეუმის მმართველმა დალი აბაშიძემ დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადა, შესასვლელში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მრავალფუნქციური შენობა. იდეის ავტორების განმარტებით, მასში განთავსებული იქნება ბილეთების სალარო, მცირე ზომის სავაჭრო ობიექტი სუვენირებისთვის და საპირფარეშოები ვიზიტორებისთვის. ამ დრომდე ბილეთების რეალიზაცია ერთიან სივრცეში ხდება.
.
ამას გარდა, შენობის გვერდით მოწყობილი იქნება ტურნიკეტების ნაკვეთურები ვიზიტორთა გასატარებლად და ტერიტორიაზე შესასვლელი ჭიშკარი ავტოტრანსპორტისთვის.
.
პროექტი „ევროკავშირი საქართველოსთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა
.
image
.
ასევე საგრანტო პროგრამით დაფინანსდა და წინა წლებში უკვე დასრულდა ამავე ეზოში მდებარე ნიკალას ბიძაშვილების საცხოვრებელი სახლის ძირეული სარეაბილიტაციო სამუშაოები. მანამდე მიზეუმის ეზოს კართან სახლის ნანგრევები იყო შემორჩენილი. შენარჩუნებულია ავთენტურობა და სტანდარტების სრული დაცვით მოხდა მისი აღდგენა.
.
image.
0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0