x
მეტი
  • 19.10.2019
  • სტატია:95743
  • ვიდეო:343074
  • სურათი:457689
"შენ გლდანულაზე რომ ჩხუბობდი, ის ტიპი არ ხარო? .." ალეკო შუღლაძე

image

"უბანში შევუხვიე თუ არა, ერთმა იქაურმა გამაჩერა. შენ გლდანულაზე რომ ჩხუბობდი, ის ტიპი არ ხარო? უცბად ვერ მივხვდი, ფანი იყო თუ მტერი და რა არი-მეთქი, რო?!


რა არის და ეგრე არ შეიძლება, ბიძაჩემოო. რატომ ვითომ-მეთქი? ეგ რეები დაგიწერია, მართლა ეგრე იყოო?


მოვტვინე, არც ფანი იყო და არც მტერი, მაგრამ ჩუმად ვიყავი. ტაქტიკა ვიცი, ჯერ ის ბაზრობს და რომ მოიღლება, ბოლოში იმენნა მე ვაწვები...


იმ მანქანის ქვეშ რა გინდოდა, რატომ შეძვერი, ანდა პოლიციას თვალით რას ანიშნებდიო? ეგრე თუ გაგიჭირდა, ჩვენ ვერ გვითხარიო? მართალია, უბანში ისე მიდ-მოდიხარ ზედ არ გვიყურებ, ჩვენთან არ სვამ, არ მეგობრობ, მაგრამ ამ უბნელი ხარ, თუ სადმე ჩხუბია, გვითხარი და წამოგყვებითო. გვერდზე დადგომაც ვიცით და ყველაფერიცო. ახლა ის დრო არ გეგონოს, სხვა დროაო.


ამ უბნელი არ ვარ... რა უბნელი ვარ და საბურთალოელი-მეთქი.


მერე არა მგონია, საბურთალოელებს გაეხარდეთ ეგ შენი საქციელიო. კარგი ბიჭები იქაც იქნებიან და ერთი-ორი კაცი დაიხმარე, ხო იცი, იმიჯი გველახებაო. (იმიჯი).


რა უნდა დავიხმარო, გუშინ გავხდი 54-ის, რა დროს იმიჯია-მეთქი. თანაც ეგ მოთხრობაა, რა იცი, იქნებ სხვაზე დავწერე-მეთქი.


ახლა გიყურებ და რაღაც არა მგონია, სხვაზე დაგეწეროს, შენ გგავს ის ტიპიო.


შენ თვითონ თუ წაიკითხე-მეთქი და აჰაო, რა! - განაწყენდა. აბა ეს რა არისო - მობილური დააძრო, ეკრანს თითი წაკრა და ჩემი მოთხრობა სახესთან მომიტანა." ალეკო შუღლაძე, მწერალი

0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0