x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
23-29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
image


ვერძი სიყვარული - საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ მზრუნველობას და სიყვარულის გამოხატვას ელის. მხოლოდ საკუთარ თავზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ნუ ხართ. ფინანსები და კარიერა - ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებას. კარგი კვირაა სემინარებსა და ლექციებზე დასასწრებად. მოერიდეთ ისეთი შეცდომების დაშვებას, რომელთა გამოსწორებაც ძვირი დაგიჯდებათ. ჯანმრთელობა - მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი.




კურო
სიყვარული - მეტად გამოხატეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ. ნუ დაინანებთ დროს სიყვარულისთვის.
ფინანსები და კარიერა - მეტად გამოავლინეთ ინიციატივა და გაწევრდით თქვენთვის საინტერესო ორგანიზაციასა თუ ასოციაციაში. მეტად იკონტაქტეთ პოზიტიურ ადამიანებთან, ვინც დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებაში.
ჯანმრთელობა - მეტად გაუფრთხილდით გულს, გულთან ნუ მიიტანთ უსიამოვნებებს. ხშირად დაისვნეთ.



ტყუპი
სიყვარული - დიდი ფიქრის შემდეგ მიხვდებით, რომ ურთიერთობა მხოლოდ საწოლში იდილია არაა. თქვენ უფრო მეტი გჭირდებათ. უმჯობესია, ერთხელ გეტკინოთ, ვიდრე მუდამ გულნატკენი იყოთ.
ფინანსები და კარიერა - მიზანი, რომლისკენაც იწევდით, სულ ახლოსაა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სპონსორებთან, ხელმძღვანელობასთან. ადრე ჩაფიქრებულის რეალიზების პერიოდია. პანიკაში ნუ ჩავარდებით, ყველაფერს ეშველება და რასაც არ ეშველება, იმაზე არ უნდა ინერვიულოთ.
ჯანმრთელობა - მოთოკეთ ემოციები და მშვიდად იმოქმედეთ.



კირჩხიბი
სიყვარული - საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერითა და შექებით ახალი მიღწევებისკენ უბიძგებთ. ეცადეთ, სამუშაო დღეებიც კი დღესასწაულად უქციოთ მას.
ფინანსები და კარიერა - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ეცადეთ, ფული პატიოსანი გზით იშოვოთ. თუ უფროსი ხართ, წაახალისეთ თანამშრომლები, გაუუმჯობესეთ მუშაობის პირობები.
ჯანმრთელობა - შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა დაავადებამ. შეამცირეთ დატვირთვა.



ლომი
სიყვარული - ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი დაგამშვიდებთ. მეტად იზრუნეთ კავშირის გაუმჯობესებაზე.
ფინანსები და კარიერა - მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების პერიოდი დაგიდგათ. იყავით მაქსიმალურად ჩახედული ყველა წვრილმანში. პარტნიორებს მაინცდამაინც თვალდახუჭული ნუ ენდობით.
ჯანმრთელობა - ახლა გაცივება და უსიამოვნო სიურპრიზები არ გაწყობთ, გაუფრთხილდით ყურებს.


იხილეთ ყველა ნიშანი ბმულზე > > >

0
293
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0