x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"„ვაჰ, ეს რა გულუბრყვილო კახელი ყოფილა? თურმე ნიკოლოზ გვარამია მართლა დემოკრატი ჰგონებია.."
imageსოციალურ ქსელში ვრცელდება ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის პოსტი, რომელიც თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, პაატა გულიაშვილს შეეხება.


„გამამაგდესო, კაცო, „რუსთავი 2"-დან გამამაგდესო, იძახის თელავის თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი და თან გამოგდების მიზეზების ახსნასა ცდილობს"


ვაჰ, ეს რა გულუბრყვილო კახელი ყოფილა? თურმე ნიკოლოზ გვარამია მართლა დემოკრატი ჰგონებია და დღლიზა თავის „facebook"-გვერდზე ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული სურათი. ისაო, 9 თვის წინ ბატონი ბიძინა თელავის თეატრში იყო ჩამოსული, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. მან ავტობუსი გადმოსცა თეატრს და ფონდ „ქართუს" მეშვეობით ფასადი გაგვირემონტა, მა რა უნდა მექნა, არც სურათი დამედო და არც სამადლობელი წერილი დამეწერაო? ვაჰ, დამეწერინა, ამხელა სიხარულ გულში ხო არ ჩავიტრიალებდიო? არ ჩაიტრიალებდი და აჰა, ამოგაწევინეს ტოპრაკა თუ არა?!


პაატა გულიაშვილი განაგრძობს: „ნინო არაზაშვილმა დამირეკა, ღამის 12 საათზე და მითხრა, რომ ჩემი რუბრიკა აღარ იქნებოდა „რუსთავი 2"-ზე. მაშინ ხელმეორედ დავდე ეს ფოტო სოციალურ ქსელში და დავწერე, რომ აი, ეს ფოტო არ მაპატია გვარომ-მეთქი (ნიკა გვარამიამ). დღესაც ასე ვფიქრობ. ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ეს არ არის მიზეზი. არავის არ დავუბარებივარ ხელმძღვანელობიდან და არაფერი არ უთქვამთ. ლაფერა (გიორგი ლაფერაშვილი) წერს, რომ „კომედი არხიდან" თვითონ წამოვიდაო. რას ნიშნავს ყოფნა, როცა ხელფასი არ არის? არც სერიალია, არც ის გადაცემები, რაც მიმყავდა... არც არავის უთქვამს, რომ „კომედიზე" ვრჩებოდი და ამიტომ წამოვედი. დრო გაიყვანეს, რადგან ფოტოს დადებიდან მეორე დღესვე რომ გავეშვი, სკანდალი იქნებოდა. წლის ბოლომდე მიიყვანეს საქმე და მერე გამათავისუფლეს..



არა, მართლა გულუბრყვილო კახელი ყოფილა… მე პირადად ძალიან მიყვარს პაატა, მაგრამ საქართველოში ორ ვირზე ერთდროულად ჯდომა არ გამოდის და ჰა, იქაქანე რამდენიც გინდა. ჯოოო… შენი უბედურების არსი, იცი, რაში მდგომარეობს? იმაში, რო გვარამა ჯერ კაცი გგონია და მერე კიდე დემოკრატი. არადა, სინამდვილეში ბადრიჯანია, რომელსაც თავი კიტრი ჰგონია. შეეშვი, დაანებე თავი, წადი და თელავის თეატრს მიხედე, „რუსთავი 2″ რა ფეხებად გინდა?!”-წერს ზედელაშვილი.image



0
959
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
959
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0