x
მორიგი სკანდალი: პრეზიდენტმა განსაკუთრებით მძიმე ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი შეიწყალა
image


სალომე ზურაბიშვილი ახალ სკანდალში ეხვევა. პრეზიდენტმა განსაკუთრებით მძიმე ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი შეიწყალა. აღნიშნულ ინფორმაციას „იმედის კვირა“ ავრცელებს.


საქმე ეხება 1994 წელს დაბადებულ პირს, რომელიც 260-ე მუხლის მე-6 ნაწილითაა გასამართლებული, რაც განსაკუთრებით მძიმე ნარკოდანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. პატიმრობის სახით კი 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„იმედის კვირის“ ინფორმაციით, აღნიშნული პირი პრეზიდეტმა გაათავისუფლა როგორც საპატიმრო სასჯელის მოხდისგან, ასევე შეუმცირა პირობითი სასჯელიც. ჟურნალისტის ვარაუდით, რადგან საუბარი პირობით სასჯელზეცაა, შესაძლოა მასთან საპროცესო შეთანხმებაც ყოფილიყო გაფორმებული. მისივე განმარტებით, სამართლებრივი პრაქტიკიდან გამომდინარე, პროკურატურა ასეთი მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების პირობებშიც კი არ მიდის რამდენიმეწლიან სასჯელზე.



ასევე ირკვევა, რომ ის არ არის ერთადერთი ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა.

1
585
1-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
585
  
2019, 23 სექტემბერი, 9:36
ქვეყანა კი არა, სამოთხეა( ვალებს ბანკები გვისტუმრებენ, მკვლელებს და ნარკომანებს პრეზიდენტები ,,ათავისუფლებენ,, ტაშიიიი((
0 1 1