x
image
ელენე გუმა
"ქორწილში, სუფრასთან ადეიშვილის გვერდზე გამამწესა. ვზივარ ლუკმა არ გადამდის..."
image
ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ერთ- ერთი ყველაზე გავლენიანი პირის, ზურაბ ადეიშვილის შესახებ წერს და მასთან ერთად გადამხდარ ისტორიას იხსენებს.


როგორც სუბელიანი წერს, ეს იყო ბოლო და უკანასკნელი ქორწილი ზურა ადეიშვილის ცხოვრებაში. მას მერე დაპატიჟებაზეც გიჭერდა.


"ვალერ ცერცვაძემ დამპატიჟა ქორწილში და რატომღაც სუფრასთან ადეიშვილის გვერდზე გამამწესა. ვზივარ ლუკმა არ გადამდის, როგორ გინდა გადაგივიდეს, ვაი და დაგითვალოს? ჩემი თანდასწრებით ამდენს ჭამს, ცალკე რას იზამსო - რომ იფიქროს?! თან შიგადაშიგ რაღაცეებზე მეკაიფება - ჰა, ასფალტს როგორ იპარავთ ახლა და ეგეთებს მეუბნება სიცილ სიცილით. კი ვიცი რომ ხუმრობს, მარა მაინც რა იცი რა ხდება. ხო და უცებ აჭარული შემოსცხეს და ვიღაცა მკლავებგაშლილი ტიპი საეჭვო ტრაექტორიით წამოვიდა ცეკვა - ცეკვით ჩვენსკენ. ზურას გულმა უგრძნო რომ მის გამოცეკვებას აპირებდა თუ რა იყო არ ვიცი, მომიცუცქდა და ყურში მეუბნება - იმან თუ გამომიცეკვოს შენ ეცეკვე ჩემ მაგივრად და თუ რამე გაქვს მოპარული ყველაფერს გაპატიებო. ზურა ცეკვა არ ვიცი რანაირად ვიცეკვო მეთქი. (მართლა არ ვიცი) კი მარა მართლა არაფერი მოგიპარიაო?
არ ვიცი ცეკვა ზურა სერიოზულად გეუბნები მეთქი.
აბა რო მღერიხარო?!


(ჯერ ერთი რას ვმღერი, მარა მაინც) სად ცეკვა და სად სიმღერა - ახსნა დავუწყე რა შუაშია, ცეკვა - სიმღერას რა საერთო აქვს ერთმანეთთან მეთქი. აუ ჩემი, ეს მართლა სვანიაო ჩაილაპარაკა. სანამ ჩვენ ამ გარჩევებში ვიყავით კი უსვა იმ მოცეკვავემ ერთი და იმავე ადგილას ფეხი, ჰაერში გამოკიდებული “ვერტალიოტივით" გაალაპლაპა პარკეტი. იმედი რომ გადაეწურა კი გაგვცილდა ცეკვა-ცეკვით და გაწბილებული სახით



ეგ იყო ბოლო და უკანასკნელი ქორწილი ზურას ცხოვრებაში. მას მერე დაპატიჟებაზეც გიჭერდა"

1
1454
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1454
  
23 სექტემბერი, 9:43
მეტი კი არაფერი ხდებოდა 1937 წელს?((
0 1 1