x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
სინამდვილეში როგორ გარდაიცვალა დათა თუთაშხია
image


სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი "ისტორია ფერებით" დათა თუთაშხიას პორტრეტს შემდეგი დასათაურებით აქვეყნებს:


"კაცი, რომელიც იყო "დათა თუთაშხია"

საშუალოზე მაღალი, მძლავრი აღნაგობის, შესახედავად წარმოსადეგი, ლურჯი თვალებით, კეხიანი ცხვირით, უყვარდა შავი ფერის ჩოხები და ხშირად იცვლიდა ცხენებს.



უსამართლობის გამო დაწყებულ ჩხუბში, პოლიციელი შემოაკვდა და იძულებული გახდა, თავი ტყისთვის შეეფარებინა.

აქედან დაიწყო მისი პიროვნების ლეგენდებით შემოსვა.

ავს მთავრობა უგონებდა, კარგს - ხალხი უმატებდა და დღეს უკვე ძნელია გარკვევა, რომელი ამბავი სიმართლეა და რომელი მოგონილი.

ფაქტი ერთია: მის შესახებ დაწერილი რომანი, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართულ ნაწარმოებად დარჩება ლიტერატურის ისტორიაში.

რომანისგან განსხვავებულად დასრულებულა აბრაგის სიცოცხლე, შვილისგან მოკვლა მწერლის ფანტაზიის ნაყოფი გამოდგა.

სინამდვილეში - 1948 წელს,

გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

პატიმრობაში მყოფი:

გუძა კაზას ძე შელია,

"დათა თუთაშხიას" პროტოტიპი".

0
2871
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
2871
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0