x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე გახმაურებული სკანდალები მოდის ისტორიაში
გაინტერესებთ რას სცოდავს მოდის ინდუსტრია? თუ კი, მაშინ მოდით, ერთად გადავხედოთ სტატიას და ვნახოთ თუ რომელ სკანდალებში გაეხვნენ ესა თუ ის ცნობილი მოდელები და მოდის სამყაროს წარმომადგენლები.



image





1. მოდელი ქეით მოსი და კოკაინი.

imageimage




2005 წელს მთელმა მსოფლიომ მოიარა ფოტო, რომელზეც მოდელი ქეით მოსი მის მეგობართან პიტ დოერთისთან ერთად იყნოსავდა კოკაინს. სკანდალი მალევე აგორდა, შეშფოთდნენ სააგენტოები Chanel, Burberry, Rimmel, H&M და Dior-ი, რომელბთანაც მოდელს იმ დროს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. ქეითი რეაბილიტაციის ცენტრში გაგზავნეს, მისი კარიერა კი დაპაუზდა. მკურნალობის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა საყვარელ საქმეს და ეტაპობრივად დაიბრუნა კვლავ დამსაქმებლებთან ნდობა. 2011 წელს კი ის დაქორწინდა და შვილი გააჩინა. ის დღემდე მოიხსენება, როგორც ერთ-ერთი პოპულარული თანამედროვე მოდელი.







2. დოლჩე და გაბანას პატიმრობა.

image


ცნობილი ბრენდის D&G (Dolce & Gabbana) -ას დიზაინერებს გადასახადების თავის არიდებაში ადანაშაულებდნენ, რომლის ღირებულება 400 მილიონი ევრო იყო. ამიტომ, დიზაინერებმა დოლჩემ და გაბანამ თავიანთი ხაზი მიყიდეს ლუქსემბურგში არსებულ კომპანია Gado-ს, რადგან გადასახადები იქ უფრო ნაკლებია, ვიდრე იტალიაში. 2011 წელს, აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებულები სასამართლოში დაიბარეს, თუმცა სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ ცნო. მოგვიანებით, იტალიის უზენაესმა სასამართლომ საქმის ხელახალი გადახედვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, დოლჩე და გაბანა დაეჯარიმებინა 500 ათასი ევროთი და მას აღნიშნული თანხა გადაეხადა თვრამეტი თვის მანძილზე. დაკისრებული გადასახადის დაკისრებულ ვადამდე გადაუხდელობის გამო კი შეეფარდებინა ციხე. 2014 წელს, ასევე იტალიის უზენაესი სასამართლოს მხრიდან, მოდის სახლს Dolce & Gabbana-ს ყველა ბრალდება და გადასახადი მოეხსნა.






3. გალიანოს გათავისუფლება Dior-დან.

image


2011 წლის 24 თებერვალს ცნობილმა დიზაინერმა კაფე La Perle-ში მის მოპირდაპირე მაგიდასთან მსხდომ წყვილს ანტისემიტური შეურაცხყოფა მიაყენა- " მე მიყვარს ჰიტლერი და ის რომ ცოცხალი იყოს, დღეს თქვენნაირი ადამიანები უკვე მკვდრები იქნებოდნენ". წყვილმა მთვრალი გალიანოს მსგავსი განცხადება და მის მიერ მათი შეურაცხყოფა გადაიღო და ინტერნეტში გამოაქვეყნა. უკვე 1 მარტს დიზაინერი გაათავისუფლეს დიორიდან, სადაც ის 15 წლის განმავლობაში მუშაობდა კრეატიულ დირექტორად. 2011 წლის სექტემბერში, საფრანგეთის ტრიბუნალმა გალიანო დამნაშავედ ცნო ანტისემიტური ქცევის გამო და სასჯელის სახით ჯარიმად 6 000 ევრო შეეფარდა.


2013 წელს გალიანო მიიწვია Oscar de la Renta-მა თავის Fashion House- ში ახალი პროექტების განსახორციელებლად. უკვე 2015 წელს კი ის მოდის სახლის Maison Martin Margiela-სა კრეატიული დირექტორი გახდა.







4. ბრუკ შილდსი და Calvin Klein.

image


1980 წელს, 15 წლის ასაკში ბრუკ შილდსი მოდის სახლის Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიის იარლიყის სახე გახდა. მიზეზი კი მისი შემდეგი ფრაზა გახდა: "გსურთ გაიგოთ რა არის ჩემსა და ჩემს ჯინსებს შორის? არაფერი". ეს საკმარისი აღმოჩნდა ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებისთვის, რასაც ასევე მხარი დაუჭირა ცნობილმა ფემინისტმა გლორია სტაინემმა და ის ამბობდა, რომ მსგავსი განცხადება ქალების ძალადობისკენ მოწოდება იყო. შედეგად კი ცნობილი ბრენდის ჯინსების გამოცემა 1998 წლამდე შეჩერდა.







5. ცნობილი სუნამოს Opium-ის სკანდალური რეკლამა Yves Saint Laurent-სგან.

image


2011 წელს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ შეიტანა საჩივარი ცნობილი ბრენდის რეკლამის გამო, სადაც მოდელი მელანი ტერი თითქოსდა იმყოფებოდა ნარკოტიკების ქვეშ. ვიდეოში კარგად ჩანს თუ როგორ აფიქსირებს მოდელი საჩვენებელ თითს ვენის გასწვრივ იდაყვამდე. თითქოს ეს ჟესტი იყო მინიშნება და სუნამოს რეკლამა აიკრძალა მრავალ ქვეყანაში.







6. ბეწვის არასწორი აღნიშვნა.

image


მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ფართო და აქტუალურია ბეწვთან დაკავშირებული სკანდალი. 2007 წელს პირველად აღმოაჩინეს, რომ ცნობილი ბრენდების ჩენებებზე Tommy Hilfiger, Baby Phat და Sean John, გამოყენებული ბეწვი არა ხელოვნური, არამედ ძაღლის იყო. მოგვიანებით ფაქტი კვლავ განმეორდა სხვა ბრენდებთან - Marc Jacobs, Neiman Marcus, Eminent და DrJays. შედეგად, ფირმებსა და მოდის სახლებს დაეკისრათ დიდი ფულადი ჯარიმა და მომდევნო 20 წლის განმავლობაში აეკრძალათ ბეწვის გამოყენება ჩვენებებზე.






იხილეთ აგრეთვე:



ყველაზე ეროტიკული რეკლამა, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია +11image







3 ყველაზე სექსუალური და ლამაზი რეკლამა, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტთimage


0
326
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0