x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96725
  • ვიდეო:343731
  • სურათი:458628
6 ფსიქოლოგიური ჩვევა,რომელთა გამოც ადამიანი მარტოხელა და ღარიბია
image

ადამიანებთან კარგი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოციალური კავშირები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ჩვენი გარშემომყოფნი ყოველთვის როდი იმსახურებენ მათზე დახარჯულ დროს. თუ ამჩნევთ, რომ თქვენს ცხოვრებაში სხვისი საქმეები უფრო მეტია, ვიდრე თქვენი, საკუთარი, ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ რაღაცებზე დაფიქრდეთ.

აი, რა სიტუაციებში უნდა გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს:


1.არ შეგიძლიათ უარის თქმა


imageროცა სხვის საქმეს უფრო მეტს აკეთებთ, თქვენს ძვირფას დროს კარგავთ. და თუ იკითხავთ, თვითონ რა გააკეთეს ამ ადამიანებმა თქვენთვის, ალბათ პასუხს ვერ იპოვით ამ შეკითხვაზე.

დააყენეთ საკუთარი თავი და საქმეები პირველ ადგილას. თუ გეტყვიან, რომ უმადური და ეგოისტი ადამიანი ხართ, თქვენი გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ. სანამ ხელს გაუწვდით დასახმარებლად, დაფიქრდით, ადამიანს ნამდვილად უნდა ჭაობიდან ამოსვლა და დახმარება სჭირდება, თუ მოსწონს ეს მდგომარეობა და მას სხვების სამართავად იყენებს?


2.სხვის აზრს დიდ ყურადღებას აქცევთ

imageროცა ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებული არაა, ცდილობს ისე მოიქცეს, რომ ყველამ შეაქოს და მოიწონოს მისი საქციელი. ხოლო საქციელი, რომელსაც გარშემომყოფთა შექება და კომპლიმენტები არ მოსდევს-“არაფასეული" და “ცუდია" .

და როგორ მოვიქცეთ?-უბრალოდ თქვით, რომ კარგი ხართ და სხვისი აზრი არ გაინტერესებთ. იმის მაგივრად, რომ ეცადოთ და სხვებს მოაწონოთ თავი, წადით თქვენი მიზნისკენ. თქვენი თავდაჯერებულობა თქვენი მეგობარი გახდება და სხვების აზრსაც ნაკლებ მნიშვნელობას მიანიჭებთ.


3.ცდილობთ გული არავის დასწყვიტოთ

imageროცა კამათს თავს არიდებთ, არ იბრძვით საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, უკმაყოფილებას არ გამოთქვამთ და ინტერესებს არ იცავთ. ამის ნაცვლად ჩუმად ხართ, ითმენთ და გგონიათ, რომ სანაცვლოდ კარგ დამოკიდებულებას იღებთ თქვენს მიმართ. ეს ილუზიაა, თუ თქვენს აზრს არ გამოთქვამთ, არავის ეცოდინება, რომ საერთოდ აზროვნებთ.

თამამად გამოთქვით საკუთარი აზრი. თქვენი ხმა თავდაჯერებულად და ხმამაღლა უნდა ჟღერდეს. აზრის ღიად დაფიქსირებისას, თქვენ თქვენს ინდივიდუალიზმსაც წარმოაჩენთ. დამსახურებული პატივისცემა უფრო საიმედოა, ვიდრე ერთჯერადი ღიმილი.


4.სხვების უსიამოვნებებში საკუთარ თავს ადანაშაულებთ

image

რა ხდება ამ დროს?-რა და ხშირად იხდით ბოდიშს, რომ სხვისი მოლოდინი ვერ გაამართლეთ, ვერ შეუსრულეთ სათანადოდ, რაც გთხოვათ.მისი მოლოდინი და ფიქრები ვერ გამოიცანით და ამ ადამიანების მიერ გამოვლენილი უარყოფითი ემოციები გაშინებენ

მოიხსენით ის ტვირთი, რომელიც საკუთარ თავს აჰკიდეთ:სხვა ადამიანების გრძნობებზე, პრობლემებსა და მოლოდინებზე პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ დანაშაულის გრძნობა არ გასვენებთ, დაფიქრდით: თავად იმ ადამიანმა რა გააკეთა საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად? და რატომ კარგავს დროს განცდებზე, როცა შეუძლია თავად იმოქმედოს?


5.არ იცავთ საზღვრებს

imageნუ იქნებით ყველასთვის და ყველაფრისთვის სადღეღამისოდ ხელმისაწვდომი. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ეს არაა საკმარისი მიზეზი, რომ საკუთარი საქმე გააფუჭოთ. ნუ გიჭირთ უარის თქმა სხვებისთვის, მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს საზღვარი, რომლის გადალახვაც არ შეიძლება.

ამიტომ, როცა სახლში დასვენებას გადაწყვეტთ, ნუ მოგერიდებათ ამის შესახებ სხვებიც ჩააყენოთ საქმის კურსში. არ ხართ ვალდებული ვინმეს წინაშე თავი იმართლოთ. თქვენი პრიორიტეტი პირველ რიგში საკუთარი მე და საქმე უნდა იყოს.


6.აკეთებთ იმას, რაც არ მოგწონთ

image

რა ხდება ამ დროს?-რა და აკეთებთ სხვის საქმეებს, რომლებიც არ მოგწონთ, მაგრამ უარის თქმა არ შეგიძლიათ

შეინარჩუნეთ თქვენი პირადი სივრცე და დრო. დრო დასვენებისთვის, დრო სამსახურისთვის, სახლის საქმეებისთვის, სეირნობისთვის და ა.შ. განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები და ყოველ ჯერზე დაფიქრდით ღირს თუ არა სხვის საქმეს მოჰკიდოთ ხელი.





0
223
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0