x
მეტი
  • 19.10.2019
  • სტატია:95743
  • ვიდეო:343074
  • სურათი:457689
ლიბანი დაეხმარება სომხეთს აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში მყოფი ებრაული დრონების ჩამოგდებაში

image ლიბანში მცხოვრები სომხური დიასპორის წყალობით სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კონტაქტზე გავიდა ლიბანთან.
ლიბანმა სომხეთს შესთავაზა დახმარება და გამოცდილების გაზიარება ებრაული უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდების საქმეში.
ამის თაობაზე განაცხადა ერევანში, სომხეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელიას აბუ სააბმა.
"სომხეთს და ლიბანს აქვთ ერთნაირი გამოწვევები. სომხეთის საზღვარს ისევე ხშირად არღვევს უპილოტო მფრინავი აპარატები, თუ სომხეთის საზღვრებს აზერბაიჯანის დრონები არღვევენ, ებრაული დრონები არღვევენ ლიბანის საზღვრებს.
ჩვენ გაგვაჩნია გარკვეული საშუალებები და გამოცდილება, რისი გაზიარებაც გვინდა სომხური მხარისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული მთელი რიგი საფრთხეები"-განაცხადა ლიბიის თავდაცვის მინისტრმა.
მას მხედველობაში ჰქონდა ებრაული მზვერავი და დამრტყმელი დრონები, რომელთა წარმოების ლიცენზია შეიძინა აზერბაიჯანმა, რომელიც პრაქტიკულად ომის მდგომარეობაში არის სომხეთთან.
წელს თებერვლის თვეში გაზეთმა "Джерузалем пост" -მა გაავრცელა ინფორმაცია ბაქოსა და ებრაულ კომპანია "Aeronautics"-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, სადაც საუბარია ებრაული მხარის მიერ აზერბაიჯანისათვის ადრე მიყიდული ებრაული დრონების "Орбитер 1K"-ის რემონტზე და მოდერნიზებაზე. ამ მზვერავ-დრონს, შეუძლია შეუჩერებლივ იფრინოს 3 საათის განმავლობაში და შეაგროვოს ინფორმაცია ფოტო და ვიდეო კამერების დახმარებით.
სურათზეა ებრაული მზვერავი დრონი "Орбитер 1К".
P.S
საინტერესოა ასეთი რა საშუალებები აქვს ლიბანს, ებრაული თანამედროვე დრონების ჩამოსაგდებად ან მწყობრიდან გამოსაყვანად!!!

0
180
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
180