x
image
გემი დალანდი
10 მოდელი, რომელთაც ოდესღაც გარეგნობის გამო აბუჩად იგდებდნენ
ამ წუთას, ყოველი მე-5 სკოლის მოსწავლე ჩაგვრის მსხვერპლია. ეს ხშირად დაცინვაში, ბოროტ ხუმრობასა და ხმების გავრცელებაში გამოიხატება. უმეტესწილად ის ბავშვები იჩაგრებიან, რომლებიც გარშემომყოფთაგან თუნდაც უმნიშვნელო რამით განსხვავდებიან. მსოფლიოში ცნობილ და აღიარებულ მოდელებს შორისაც კი არიან ისეთები, რომლებსაც ბავშვობაში ამა თუ იმ მიზეზის გამო დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ.

კარგი იქნება ეს სტატია ორივე მხარემ წაიკითხოს: მათაც, ვისაც ჩაგრავენ და მათაც, ვინ ჩაგრავს, რადგან აქ მოყვანილი მაგალითები იმის ნათელი დადასტურებაა, რომ სისასტიკე ყოველთვის მარცხდება ძლიერ სულთან და პიროვნებასთან. ამ ქალებმა შეძლეს, ირწმუნეს საკუთარი თავის და მათზე, ვინც ოდესღაც დასცინოდა, ახლა ბევრად მაღლა დგანან.


ლინდსი უიქსონი

imageწინა კბილებს შორის დაშორების გამო თანატოლები მას ხშირად დასცინოდნენ და სხვადასხვა ზედმეტსახელებს უგონებდნენ. ისინიც კი, ვისთანაც ლინდსი ახლოს იყო, გოგონას უშნოდ სთვლიდნენ. ერთხელ, ლინდსიმ მათ გაანდო, რომ მოდელობა სურდა და მეორე დღეს ამ გოგონებმა მას მისი “ნაკლოვანებების" მთელი ნუსხა მიუტანეს, რომ ციდან მიწაზე დაშვებულიყო და მოდელობაზე არც ეოცნება.


მოდელი ამჟამად ბედნიერია, რომ სძლია კომპლექსებს და ამ სფეროში ფეხის შედგმა“გაბედა".რადგან სწორედ ეს პროფესია დაეხმარა მას საკუთარი თავის შეყვარებაში და ახლა მან უკვე იცის, რომ მომხიბვლელი ქალია.

image

სინდი კროუფორდი

image
როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ სიაში სინდი კროუფორდიც მოხვდა. თანატოლები მას აბუჩად იგდებდნენ იმის გამო, რომ სინდი მოდელობაზე ოცნებობდა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას მან ფოტოგრაფი გაიცნო, რომელმაც საკმაოდ თამამი ფოტოები გადაუღო პორტფოლიოსთვის.ამის შესახებ სკოლაშიც შეიტყვეს.

“ერთხელ, დამირეკეს და ადგილობრივ მაღაზიაში რეკლამაში გადასაღებად მიმიწვიეს.როცა გასაუბრებაზე მივედი, მენეჯერმა მითხრა, რომ არ იცოდა რაზე იყო ლაპარაკი. თავი დამცირებულად ვიგრძენი.როცა ბუტიკიდან გამოვედი, ოთხი გოგო დავინახე, რომლებიც ჩემსკენ თითს იშვერდნენ და იცინოდნენ."

ამის შემდეგ სინდიმ რეალური შემოთავაზებებიც მიიღო სააგენტოებიდან, მაგრამ კასტინგებზე მიმავალი მაინც ნერვიულობდა და ეშინოდა მორიგი დაცინვის მსხვერპლი არ გამხდარიყო.

საბედნიეროდ, სინდიმ ამ შიშს სძლია და მოდის სამყაროში თავისი ადგილი დაიმკვიდრა.

image

ტაირა ბენქსი

image11 წლის ასაკში ტაირამ უცებ აიყარა ტანი და თან 13 კგ. დაიკლო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა შესანიშნავად გრძნობდა თავს, გარეგნულად ძალიან გამხდარი იყო და ავადმყოფს ჰგავდა, რის გამოც თანატოლები დასცინოდნენ.

ბენქსი იხსენებს, რომ იმ პერიოდში კლასში ნათქვამი ყველა ხუმრობა თუ დაცინვა მხოლოდ მისი მისამართით ისმოდა. ყველაზე მეტად კი ის ბიჭი დასცინოდა, რომელიც პატარა ტაირას მოსწონდა.

ტაირა აღიარებს, რომ ახლაც კი, როცა მსოფლიოში ყველასთვის ნაცნობია მისი სახელი, ზოგჯერ ბავშვობაში ბრუნდება. ის 11 წლის გოგონა, რომელსაც ყველა დასცინოდა, მასში ჯერ კიდევ ცოცხალია, ამიტომ, მას მოვალედ მიაჩნია თავი, რომ გადატანილ განცდებზე გულახდილად მოყვეს და სხვები, ვინც მის დღეშია, თავისი მაგალითით გაამხნევოს.

image

ტესს ჰოლიდეი

imageტესის საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. თანატოლები მას ხშირად დასცინოდნენ ზედმეტი წონისა და კანის სიფერმკრთალის გამო. ამას არ სჯერდებოდნენ და ტესის იმის გამოც კი მასხრად იგდებდნენ, რომ დედამისი დაინვალიდდა და ოჯახი იძულებული იყო ტრაილერში ეცხოვრა.

ტესის ოცნების, რომ მოდელი გამხდარიყო, მის ახლობლებსაც კი არ სჯეროდათ. მიუხედავად სკეპტიციზმისა და დაცინვისა, ტესიმ შეძლო და სარეკლამო აგენტების ყურადღება მიიქცია. ამჟამად ტესი წარმატებული plus-size მოდელია.

image

შანელ იმანი

imageბავშვობაში შანელი მაღალი და გამდარი იყო, რის გამოც მუდმივად ხდებოდა თანატოლების დაცინვის საგანი. გოგონა იმდენად დაკომპლექსდა, რომ ახლობელი და მისი გულშემატკივარი ადამიანების მიერ დასმული შეკითხვა “რატომ არ ჭამ?"-დაცინვად ეჩვენებოდა.

შანელის სიტყვებით, მოდის სამყაროში მიღწეული წარმატება დაეხმარა იმის გააზრებაში, რომ მისი სიმაღლე და სიგამხდრე არა ნაკლი, არამედ ბუნებისგან ბოძებული საჩუქარია.

image

როზი ჰანტინგტონ-უაითლი

imageსკოლის წლებში როზი დაბალი იყო.როგორც მოდელი იხსენებს, გამხდრი სახის ფონზე გამოკვეთილი სავსე ტუჩები და პატარა მკერდი ჰქონდა. თანატოლები ხშირად დასცინოდნენ მის გარეგნობას და ეუბნებოდნენ, რომ მისი ტუჩები შებოლილ თევზს ჰგავდა. მასთან შეხვედრას ბიჭები თავს არიდებდნენ, რა იცოდნენ, რომ წლები გავიდოდა და როზისთან პაემანზე წასვლა ნებისმიერი მამაკაცის ოცნება იქნებოდა.

image

კლაუდია დიოპი

imageკლაუდია-მოდელი, რომლის კანი ღამეზე შავია. ასე შეგვიძლია ახლა თამამად ვთქვათ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მსგავსი შედარება გოგონას გულს ატკენდა . დიოპი სენეგალში გაიზარდა, და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა შავკანიანია, მას კანის ფერის გამო აკრიტიკებდნენ და დასცინოდნენ.

კლაუდიას თქმით, მისი თვითშეფასება ხშირად ეცემოდა ამის გამო, მაგრამ მადლობელია ბედის, რომ ასეთი გამოცდა გაიარა, რადგან სწორედ ეს დაეხმარა ებრძოლა, ცნობილი გამხდარიყო და დღეს საკუთარი თავით და კანის ფერით ეამაყა.

image

კრისტალ რენი

imageროცა კრისტალი 5 წლის იყო, ის დედამ მიატოვა. ამ ტკივილს ისიც დაემატა, რომ თანატოლები მას მუდმივად დასცინოდნენ. კრისტალმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ სამოდელო სამყაროში “გაქცევა" იხსნიდა მას ამ კოშმარისგან. თუმცა, აგენტები მას მუდმივად კარისკენ უთითებდნენ და კრისტალი ამის გამო დაკომპლექსდა, საკუთარ თავში ის მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავდა. 3 წლიანი დიეტების გამო, მან წონაში საგრძნობლად დაიკლო, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაუჩნდა და მიხვდა, რომ სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე შესაძლოა დაღუპულიყო კიდე.

გოგონა plus-size სამოდელო სააგენტოს დაუკავშირდა და ამჟამად წარმატებული მოდელია. ის მუდმივად ცდილობს, რომ არ გამოიფიტოს, არც ფიზიკურად და არც მორალურად.

image

ლარა სტოუნი

imageლარამ ჟურნალისტებთან აღიარა, რომ დღემდე დასცინიან.

“ძალიან მტკივნეულია, როცა მძიმე დღე გქონდა, ინტერნეტში კი ვიღაც გწერს, რომ იმდენად მახინჯი ხარ, შენთან ჩემს ძაღლსაც არ მოვუშვებდიო"-თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი სიტყვებით, ეს რეალური კომენტარია, რომელიც მის ფოტოს ქვეშ დაწერეს და რომელმაც 500 მოწონება მოაგროვა.

რას ვიზამთ, ასეთ ქალსაც თუ დასცინიან, ჩვენ ნამდვილად არაფრად უნდა ჩავაგდოთ ჩვენი მისამართით ნასროლი ბოროტი ხუმრობები თუ ფრაზები.

image

ლილი კოული

imageბავშვობაში ლილის მისი თმის ფერის გამო დასცინოდნენ. თანატოლები მას სტაფილოს და ჯინჯერს ეძახდნენ, რის გამოც გოგონას ეგონა, რომ მახინჯი იყო.მან იმდენად დაკარგა საკუთარი თავის რწმენა, რომ ახალ ადამიანებთან შეხვედრისას წინასწარ დარწმუნებული იყო, რომ თმის ფერის გამო აუცილებლად უნდა დეცინათ მისთვის. მოდელი აღნიშნავს, რომ მასწავლებლები ხშირად ხუჭავენ თვალს ასეთ ფაქტებზე, რადგან თმის ფერის გამო დაცინვა მათთვის დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს. არადა, ასეთი ფორმის დაცინვა მოზარდს მორალურ ტრავმას აყენებს.

საბედნიეროდ, ლილი სამოდელო ბიზნესში შენიშნეს და მისი ცეცხლისფერი თმა, რომლის გამოც ამდენს დასცინოდნენ, მისთვის წარმატების მომტანი გახდა. გოგონა წარმატებული მოდელია და სურს სკოლებში ბავშვების ჩაგვრას ყურადღება მიექცეს.

image

იმისთვის, რომ შეგიყვარონ, ჯერ თქვენ უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ და გახსოვდეთ, ყოველთვის გამოჩნდებიან “კრიტიკოსები", რომლებსაც იდეალურშიც კი შეუძლიათ ნაკლი იპოვონ. ამიტომ, თქვენი მისამართით კრიტიკის თუ დამცინავი კომენტარის მოსმენისას, მხოლოდ გაიღიმეთ და კიდევ ერთხელ ხმამაღლა გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ ყველაზე ლამაზი ხართ. დიახ, ეს ასეცაა.




0
163
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0