x
მეტი
  • 06.12.2019
  • სტატია:97150
  • ვიდეო:344004
  • სურათი:459131
როგორ ვაქციოთ ძველი ხრუშჩოვკის ბინა თანამედროვე საცხოვრებლად?
ე, წ "ხრუშ­ჩოვ­კა" ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვის (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი 1953-1964 წლებ­ში) პე­რი­ო­დის 3-5-სარ­თუ­ლი­ა­ნი პა­ნე­ლე­ბი­ა­ნი ან აგუ­რის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ბი­ნე­ბის კომ­პლექ­სე­ბია, რომლის პრო­ექ­ტიც მარ­თა­ლია არ­ქი­ტექ­ტორ ვი­ტა­ლი ლა­გუ­ტენ­კოს ეკუთ­ვნის, თუმ­ცა ხალ­ხში მას დღემ­დე "ხრუშ­ჩოვ­კის" სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.



image



პრო­ცე­სი ისე­თი სწრა­ფი და ეკო­ნო­მი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა (ხა­რისხს არა­ვინ ჩი­ო­და), რომ ამ ტი­პის ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­ი­წყეს, რაც თით­ქმის 1980-იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და.



ამ ტი­პის სახ­ლში ჭერი 2, 5 მ-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და, შიდა კედ­ლებს ხმის ცუდი იზო­ლა­ცია ჰქონ­და. ამ სახ­ლებ­ში არ იყო ლიფ­ტი. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" პირ­ვე­ლი სე­რია სა­ბი­ნაო პრობ­ლე­მის დრო­ე­ბით გა­და­სა­წყვე­ტად შე­იქ­მნა და 25 წელ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა ბევ­რი მათ­გა­ნი დღემ­დე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ხოლო "მყა­რი" "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" სე­რია 50 წელ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, გა­მოკ­ვლე­ვით დად­გინ­და, რომ დრო­უ­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მათი რე­სურ­სის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა 150 წლამ­დე იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.




ად­რე­ულ პრო­ექ­ტებს კრა­მი­ტის ან ში­ფე­რის გა­და­ხურ­ვე­ბი ჰქონ­და. გვი­ან­დელ პრო­ექ­ტებ­ში სახ­ლებს სა­ხუ­რა­ვე­ბი შე­უც­ვა­ლეს, რა­საც ზედ სა­ი­ზო­ლა­ციო მა­სა­ლა ჰქონ­და მოყ­რი­ლი, სხვენს კი მცი­რე ზო­მის სა­ვენ­ტი­ლა­ციო ნახ­ვრე­ტე­ბი გა­უ­კეთ­და...




სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იან წლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ ტი­პის სა­ცოვ­რე­ბელ სახ­ლე­ბის თვით­ნე­ბუ­რი მი­შე­ნე­ბა-მო­შე­ნა­ბა-და­შე­ნე­ბა და­ი­წყო. რი­თაც საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რის "შე­დევ­რი" კი­დევ უფრო და­მა­ხინჯდა, რის მა­გა­ლი­თებ­საც ქა­ლაქ­ში თით­ქმის ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე საკ­მა­რი­სად ვა­წყდე­ბით.



ბუნებრივია, რომ ყველას არ აქვს იმის სახსრები, გაყიდოს და ახალი იყიდოს, მით უმეტეს თუ საქმე "ხრუშჩოვკის" პროექტის ბინას ეხება. ის ძალზედ მოძველდა და არქიტექტურა იმდენად შორს წავიდა, მისი პროექტი დღევანდელ ადამიანებს აღარაფრით ხიბლავს. მათთვის კი, ვინც დღემდე ხრუშჩოვკის ბინაში ცხოვრობთ, თავისუფლად შეგიძლიათ აქციოთ თქვენი ბინა თანამედროვე საცხოვრებლად.



imageimageimageimageimage






1
454
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
454
  
2 ოქტომბერი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1