x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნორვეგიის არმია შეიარაღდება სამხრეთ კორეის წარმოების თვითმავალი საარტილერიო დანადგარით " К9"

image

ფინეთის არმიის შემდეგ, სამხრეთ კორეული თვითმავალი ჰაუბიცებით შეიარაღდება ნორვეგიის არმია. პირველი 155 მილიმეტრიანი თვითმავალი ჰაუბიცა "К9", რომელიც განკუთვნილია ნორვეგიის არმიისათვის უკვე ჩამოვიდა კონვეიერიდან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოდან "Hanwha Techwin" სამხრეთ კორეის ჩანვონში.
სამხრეთ კორეულმა საწარმო "Hanwha Techwin" მოაწყო ცერემონია ნორვეგიასთან დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული თვითმავალი 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცის "К9"-ის პირველი და აღნიშნული ჰაუბიცისათვის საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნიილი პირველი დაჯავშნული მანქანის "К10"-ის კონვეიერიდან ჩამოსვლის გამო. ნორვეგიისათვის განკუთვილ თვითმავალ ჰაუბიცას დაარქვეს "VIDAR"-ი. ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და სამხრეთ კორეის კომპანია "Hanwha Land Systems" შორის დადებული ხელშეკრულებით სამხრეთ კორეამ ნორვეგიას უნდა მიაწოდოს 24 თვითმავალი ჰაუბიცა "К9 Thunder"-ი, კალიბრით 155/52 მმ, ასევე გათვალისწინებულია 24 თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდება ოფციად. კონტრაქტში თვითმავალი ჰაუბიცების გარდა გათვალისწინებულია ნორვეგიისათვის აღნიშნული ჰაუბიცის საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებისათვის 6 დაჯავშნული მანქანის "К10"-ის მიწოდება, აღნიშნული ტრანსპორტიც თვითმავალი ჰაუბიცის შასსზე იქნება აგებული.
ოფციის ჩათვლით კონტრაქტის საერთო ღირებულება 384 მილიონი დოლარია.
image აღნიშნული ჰაუბიცის მიწოდება ნორვეგიისათვის წელსვე დაიწყება, ძირითადი ნაწილი მიეწოდება 2020 წელს და მიწოდება სრულად დამთავრდება 2021 წელს.
სამხრეთ კორეული თვითმავალი ჰაუბიცა ჩაანაცვლებს ნორვეგიის არმიის მოძველებულ "M109A3GNM"-ს. სამხრეთ კორეულმა თვითმავალმა ჰაუბიცამ გაიმარჯვა ნორვეგიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სადაც მონაწილეობდა სამხრეთ კორეულ კომპანიასთან ერთად გერმანული "Panzerhaubitze 2000", რომელიც კომპანია "Krauss-Maffei Wegmann"-ში შემავალი საწარმოა, ასევე ფრანგული "Caesar"-ი, საწარმო, რომელიც კომპანია "Nexter"-ის შემადგენლობაშია და თანამედროვე "M109 Krait"-ი შვეიცარიის კომპანია "RUAG"-იდან.
თვითმავალ ჰაუბიცა "К9 Thunder"-ი შეიქმნა სამხრეთ კორეულ გაერთიანება "Samsung Techwin"-ში (ახლა მას ჰქვია Hanwha Land Systems).
1999 წლიდან 2014 წლამდე სამხრეთ კორეის არმიამ მიიღო 1136 თვითმავალი ჰაუბიცა "К9"-ი. აღნიშნულ სისტემას 2004 წლიდან ლიცენზიით აწარმოებს თურქეთი, როგორც "T-155 Firtina"-ს.
სამხრეთ კორეული თვითმავალი ჰაუბიცის წონა 47 ტონაა, ის აღჭურვილია დიზელის მძლავრი ძრავით, რომის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალაა. ძრავის სიმძლავრე თვითმავალ ჰაუბიცას საშუალებას აძლევს განავითაროს 67 კმ/სთ-დე. სხვლის რეზერვი საწვავით გამართვის გარეშე 480 კილომეტრია.
ეკიპაჟის რაოდენობა 5 კაცია, სროლის სისწრაფე 15 გასროლამდეა წუთში, თვითმავალ საარტილერიო დანადგარს შეუძლია დიდი სიზუსტით გაანადგუროს სამიზნე 40-კილომეტრზე ოდნავ მეტ მანძილზე. ხოლო "ჭკვიანი" ჭურვის "Excalibur"-ის გამოყენებისას მისი სროლის მანძილი 50 კილომეტრს აღემატება.

0
165
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
165