x
მეტი
  • 17.11.2019
  • სტატია:96625
  • ვიდეო:343716
  • სურათი:458538
12 თანამედროვე ეტიკეტის წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
imageჩვენ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ზოგიერთი ეტიკეტის წესი მოძველდა, თუმცა, გამოჩნდა ახლები. ზოგჯერ არ ვიცით, რა უნდა მივიტანოთ წვეულებაზე ან მოვიწონოთ თუ არა ცუდი სიახლის პოსტი სოციალურ ქსელში. სტატიაში წარმოგიდგენთ თანამედროვე ეტიკეტის 12 წესს, რომელიც დაგეხმარებათ, ხალხზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.








1. არ დადოთ ხელჩანთა მაგიდაზე.

ალბათ, ყველა ქალს ჰქონია შემთხვევა, როცა მაგიდასთან ჯდება და არ იცის, სად დადოს ხელჩანთა. არ დადოთ ნებისმიერი ნივთი მაგიდაზე, არა მხოლოდ ჩანთა, არამედ სათვალე ან მობილურიც.

ასევე, არ დადოთ ჩანთა ძირს. ეს არაჰიგიენურია და ამასთანავე, შეიძლება ძვირფასი ხელჩანთის ძირი დაზიანდეს.

image








2. თუ მაკიაჟის გასწორება ან თმის დავარცხნა გინდათ, ნიჟარიან სარკეს ნუ დაიკავებთ.


გამაღიზიანებელია, როცა ტუალეტიდან ხელის დასაბანად გამოდიხართ და ყველა ნიჟარასთან ქალები დგანან, რომლებიც მაკიაჟს ისწორებენ. ამიტომ, თქვენც ნუ მოიქცევით ასე.

image








3. არასდროს დაასრულოთ ურთიერთობა წერილით ან სოციალური მედიის გამოყენებით.

რა თქმა უნდა, ეს მარტივი გამოსავალია, მაგრამ სამყარო ძალიან პატარაა. ისინი, ვისაც დაამცირებთ, ამაზე წლების განმავლობაში ილაპარაკებენ და მათ ვერც გაამტყუნებთ. თუ ყოფილ პარტნიორს ოდნავ მაინც სცემთ პატივს, დაშორებაზე პირდაპირ დაელაპარაკეთ.

image








4. ყოველთვის წინასწარ გააფრთხილეთ, როცა შეხვედრაზე აგვიანებთ.

ალბათ, როცა ვინმე შეხვედრაზე გიგვიანებთ და ამის შესახებ წინასწარ არც კი გწერთ, უზრდელობად მიგაჩნიათ. და მართალიც ხართ, ეს უზრდელობაა! მხოლოდ 30 წამის საკითხია, რომ ვინმე გააფრთხილოთ დაგვიანების შესახებ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბიზნეს შეხვედრა იქნება თუ მეგობრული.

image








5. ჭამის დროს ელექტრონული მოწყობილობები გადადეთ.

წარმოიდგინეთ, რომ მეგობართან ერთად სადილობთ, ის კი მუდმივად ამოწმებს მობილურს და პასუხობს წერილებს. ალბათ, დაგაინტერესებთ, საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ შეხვედრა, თუ ის თქვენთვის დროის დათმობას არ აპირებდა.

თუ არ გსურთ, რომ მეგობარს მსგავსი რამ აფიქრებინოთ, მასთან ყოფნის დროს მობილურის გამოყენებისგან თავი შეიკავეთ.

image








6. არ "დაალაიქოთ" ცუდი სიახლეები სოციალურ ქსელში.

თუ გინდათ, რომ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა აჩვენოთ, ცუდი სიახლის მოწონების მაგივრად, აჯობებს, მიწეროთ ან დაურეკოთ.

image








7. ხელსახოცით მოიწმინდეთ პირი, სანამ სასმელს დალევთ.

კარგი იქნება, თუ სასმლის დალევამდე პირს ხელსახოცით მოიწმენდთ. ასე საჭმლის ნარჩენებს არ დატოვებთ ჭიქაზე.

image








8. დარჩენილი საჭმლის სახლში წაღება არ მოითხოვოთ ბიზნეს ლანჩებზე.

თუ ბიზნეს ლანჩის შემდეგ დარჩენილი საჭმლის სახლში წაღებას მოითხოვთ, თქვენმა პარტნიორმა შეიძლება იფიქროს, რომ ძალიან მშიერი ხართ და შეეცოდოთ. თუ კერძს ვერ დაამთავრებთ, უბრალოდ, დატოვეთ ის თეფშზე.

image








9. ვინმესთან საუბრისას მოიხსენით სათვალე და ყურსასმენები.

მოსაუბრის მიმართ პატივისცემის გამოსაჩენად მოიხსენით სათვალეები და ყურსასმენები, მხოლოდ მათთვის კი არა, თქვენთვისაც - ეს ხომ რეპუტაციის შექმნაში გეხმარებათ.

image








10. წვეულებებზე ხელცარიელი ნუ მიხვალთ.

თუ წვეულებაზე ხელცარიელი არ მიხვალთ, გარდა იმისა, რომ მასპინძლის მიმართ გამოხატავთ პატივისცემას, მეზობლებს თქვენზე ცუდის თქმის საბაბსაც არ მისცემთ. ყოველთვის წაიღეთ რამე თან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მასპინძელი თავად გთხოვთ, არაფერი მიიტანოთ.

image








11. თუ რამის გაკვეთილზე დაიგვიანებთ, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ თქვენს საყვარელ ადგილს დაიკავებთ წინა რიგებში.

ცოტათი ქედმაღლური იქნება, თუ დაიგვიანებთ, იხმაურებთ და მაინც ეცდებით, თქვენი საყვარელი ადგილი დაიკავოთ წინა რიგებში. სცადეთ, ჩუმად იყოთ, რათა ხალხი არ გააღიზიანოთ.

image








12. არ დაჭრათ მთლიანი კერძი ერთდროულად.

თუ კერძს მთლიანად დაჭრით, შეიძლება ხალხმა იფიქროს, რომ ჭამის დასრულება გეჩქარებათ. დაჭერით ის ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. ასე უკეთეს შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემომყოფებზე.

image

ლეიზან გაბიდულინას ილუსტრაციები


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


2. როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო ID ბარათისთვის - 7 მარტივი ხერხი

image


3. 10 რამ, რაც მშობელმა შვილს არ უნდა უთხრას

image

0
776
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
776
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0