x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსი ტურისტი ქალბატონის მოსაზრება ქართულ პოლიციაზე, სადაც ის ქების სიტყვებს არ იშურებს ქართული პოლიციის მისამართით

image საქართველოში ახლახან ტურისტის სტატუსტით მყოფი რუსი ქალბატონი რუსულ საიტზე საუბრობს ქართულ პოლიციაზე და მათ მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
"მე საქართველოში სომხეთის გავლით ჩამოვედი, მინდოდა შემემოწმებინა რუსულ მედიაში და პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი საქართველოში ანტირუსულ განწყობაზე.
ოჯახის წევრებიც კი მირჩევდნენ ხელი ამეღო საქართველოში ჩასვლის განზრახვაზე.
თბილისის დათვალიერებისას შევამჩნიე, რომ ქალაქში თითოეულ უბანში პატრულირებს პოლიცია, პოლიციელები ძალიან ლამაზ ფორმებში არიან გამოწყობილი და აღჭურვილობაც ჩემი აზრით თანამედროვე აქვთ, თავად საპატრულო ეკიპაჟების მანქანები კი სპორტულ სარბოლო მანქანას მოგაგონებთ ისეთი ბრენდის და დიზაინის მანქანებია, თითოეულ მანქანაზე აყენია ციმციმა მაშუქები, რომლებიც ღამით მუდამ ჩართული აქვთ. საქართველოში ყოფნისას თუ კი რაიმე სახის პრობლემა შეგექმნათ გირჩევთ მაშინვე პოლიციას მიმართოთ დასახმარებლად, ქართული პოლიცია ჩვენს რუსულ პოლიციას არა ჰგავს, დახმარებითაც დაგეხმარებიან და არც თქვენს გამო რამდენიმე კილომეტრზე წასვლასაც მოერიდებიან.
დამეთანხმებით მსგავსი რამ რუსეთში წარმოუდგენელი და გამორიცხული რამეა. საბჭოთა მილიციის კორუფციული სისტემის დაშლა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ყველაზე სწრაფად და ეფექტურად საქართველომ შესძლო, აქ ჩატარდა დროში გათვლილი გეგმაზომიერი რეფორმა, რომელმაც ბუჩქებში ჩამალული ავტოინსპექტორების ნაცვლად წინა პლანზე გამოიყვანა ახალგაზრდა, ნიჭიერი და მომზადებული კადრები.
დღეს საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალური ნაწილი პატივს სცემს ქართულ პოლიციას, რომელიც მათი მშვიდად ყოფნის და უსაფრთხოების გარანტია.
ქართული პოლიცია მუშაობს ხალხზე და არა საკუთარი ჯიბის შესავსებად, როგორც ეს ხდებოდა სსრკ-ს დროს, განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში.
მე გავესაუბრე ქართველ პოლიციელებს, რომლებიც მშვიდად პასუხობდნენ ჩემს კითხვებს, მიხსნიდნენ რა მათ უფლება-მოვალეობებს.
წარმოიდგინეთ ანალოგიური სიტუაცია რუსეთში, მოქალაქის, თან უცხო ქვეყნის მოქალაქეს თუ როგორ "უპასუხებდნენ" ან მოექცეოდნენ ჩვენი პოლიციელები.
საქართველოში პოლიციის რეფორმის შედეგად სისტემაში მოვიდა მოტივირებული და შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდები, რომელთა მოტივაცია-წაიწიონ წინ კარიერულ საფეხურზე კორუფციაზე კი არა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზეა განპირობებული.

Полиция в Грузии
სადღეისოდ ქართველი პოლიციელის ხელფასი საკმაოდ მაღალია, რეფორმის მერე პოლიციელების ხელფასი 20-ჯერ გაიზარდა, რამაც დამატებითი მოტივაცია გაუჩინა მათ კრიმინალთან ბრძოლის საქმეში.
პლიციაში მოხვედრა რთულია, რადგან პოლიციაში მუშაობის დასაწყებად განათლებასთან ერთად საჭიროა ტესტების გავლა ახალი მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოში მასიურად მიმდინარეობს ჭკვიანი კამერების დამონტაჟება, რაც გზებზე მძღოლების ნებისმიერ დარღვევას დააფიქსირებს, მძღოლი კი დარღვევის შესაბამისად დაჯარიმდება.
საქართველოში მძღოლებისათვის შემოღებულია 100 ქულიანი სისტემა, თითოეული დარღვევა ითვალისწინებს გარკვეული რაოდენობის ქულების დაკლებას, თუ იმდენჯერ დაარღვევთ მოძრაობის წესებს, რომ წლის განმავლობაში ამოწუროთ 100-ი ქულა, მოგიწევთ ფეხით სიარული, რადგან ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მძღოლს ჩამოერთმევა მანქანის ტარების უფლება, მართვის მოწმობასთან ერთად.
მანქანების რეგისტრაცია აქ ხდება სწრაფად და რიგების გარეშე, მართვის მოწმობის აღება შეგიძლიათ თქვენივე ქალაქში პოლიციის მომსახურების სააგენტოში, სადაც კომპიუტერთან ჩააბარებთ თეორიულ გამოცდას და მისი წარმატებით გავლის შემდეგ სპეციალურად მოწყობილ ავტოდრომზე პრაქტიკულ ცოდნასაც შეგიმოწმებთ ინსპექტორ-გამომცდელი სპეციალურად მომზადებული მანქანით.
თუ პრაქტიკული გამოცდაც წარმატებით გაიარეთ, სულ რამდენიმე წუთში მომსახურების სააგენტოში გადმოგეცემათ მართვის მოწმობა.
მე შევესწარი შემთხვევას, როცა მთვრალი მამაკაცი საპატრულო ეკიპაჟის მძღოლმა ჩაისვა მანქანაში, ხოლო მისი მანქანის საჭეს საპატრულო ეკიპაჟის მეორე პოლიციელი მიუჯდა და მთვრალი სახლში წაიყვანეს.
როცა ამის გამო გაოცება გამოვხატე გიდმა მითხრა, რომ ეს აქ მიღებული ფორმაა და ხშირად რესტორნიდან გამოსული მამაკაცები თავად სთხოვენ საპატრულო ეკიპაჟებს დახმარებას.
მსგავსი რამ რუსეთში, რომ მომხდარიყო, ნასვამ მამაკაცს ეგრევე განყოფილებაში გააქანებდნენ, ხოლო მის მანქანას კი საჯარიმო სადგომზე წაიყვანდნენ, თან მძღოლს განყოფილებაში სათანადოდ "გაწეწავდნენ" ფინანსურად.
საქართველოს პოლიციის რეფორმის ფარგლებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალი იქნა მიღებული პოლიციის რიგებში და თბილისში არავის უკვირს, როცა პოლიციის საპატრულო მანქანის საჭეს პოლიციელი ქალი უზის.
В полиции Грузии служат девушки
ლამაზი სანახავია როცა ლამაზ ფორმებში გამოწკეპილი სუსტი სქესის წარმომადგენლები პატრულირებენ ქუჩებში.
პოლიციის რეფორმით საქართველო ასი თავით წინ დგას რუსეთზე და უამრავ სხვა ქვეყანაზეც, გულახდილად ვამბობ: თუ კი რამაა გადასატანი საქართველოდან რუსეთში რეფორმის სახით, უპირველესად ეს პოლიციის რეფორმაა".

0
401
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
401