x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, რომ ცხვირის მხოლოდ ცალი ნესტოთი ვსუნთქავთ?
ჩვენი სხეული ძალზედ საოცარი მექანიზმია. ურიცხვია სია ამაღელვებელი და საინტერესო ფაქტებით ჩვენი სხეულის შესახებ. ყოველ წამს ვასრულებთ რაღაც კონკრეტულ ქმედებას ისე, რომ არც კი ვუფიქრდებით როგორ არის მოწყობილი ჩვენი სხეული და როგორ შეუძლია მას ამის კონტროლი ან რისთვის გვაქვს სხეულის გარკვეული ნაწილები და რა როლი აკისრიათ მათ ჩვენს ცხოვრებაში.


ალბათ გაგიჭირდებათ დაჯერება, მაგრამ ჩვენ ცხვირის მხოლოდ ცალი ნესტოთი ვსუნთქავთ, გარკვეული დროის შემდეგ კი, დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ, მას მეორე ნესტო ანაცვლებს.



image


ფაქტია, რომ ადამიანი გარკვეული დროის მანძილზე მხოლოდ ცალი ნესტოთი სუნთქავს და ეს ხდება ადამიანების 85%-ში. საინტერესო და გასაკვირია, რომ ამ პროცესს გააჩნია მექანიზმი ავტომატურად გადართოს მეორე ნესტოთი სუნთქვის მორიგეობა. გადართვა კი ყოველ ოთხ საათში ერთხელ ხდება, თუმცა ეს პროცესიც დამოკიდებულია სხეულზე, დაავადებასა და პიროვნების სხვა მახასიათებლებზე. ქსოვილის გარკვეული ნაწილები ფორმირდება ცხვირის ნესტოში, რაც ბლოკავს სუნთვას, ხოლო მეორე ნესტო თავისუფლდება, რაც ხელს უწყობს მეტი ჰაერის შესუნთქვას.



თუ მხოლოდ მარჯვენა ნესტოთი სუნთქავთ, თქვენ გლუკოზის დონე მოგემატებათ ორგანიზმში და შესაბამისად მეტი ჟანგბადი დაგჭირდებათ. ასევე, მარჯვენა ნესტოთი სუნთქვა იწვევს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში მეტ აქტივობას და პირიქით. რაც თქვენი ლოგიკური და შემოქმედებითი პროცესისთვის ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს.






0
237
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0