x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101485
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465394
ნიკა გვარამია მაია ასათიანს დასცინის

image


ნაპროკურორალმა ტელემენეჯერმა, რუსთავი2-ის ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მიმართვა გამოაქვეყნა. გვარამია ირონიულად მოიხსენიებს მაია ასათიანს და გია ჯაჯანიძეს:


“ამიერიდან, ხალხმრავალი მიტინგების დღეებში, ჩატარდება ორთა შერკინება (აი, ოქსფორდის და კემბრიჯის საწყლოსნო გასწრობანა როა, ისეთი) – ვისი დრონი უფრო ღრმად გავა კოსმოსში, "ტვ იმედის" თუ "ტვ რუსთავის". გამარჯვებული დასაჩუქრდება ბიძინას წმინდა ნაწილით მისი გარდაცვალების შემდეგ; ხოლო ვინც ამ წმინდა ნაწილებისგან უფრო სწრაფად ააწყობს ერთ სრულ ორგანოს, ის დაჯილდოვდება სოლოლაკის სასახლეში პავილიონის მოწყობის უფლებით, შესაბამისად, მაია ასათიანის ან გია ჯაჯანიძის (მაშინაც ეყოლებათ ეთერში) შოუს გადაღების უფლებით.” - წერს გვარამია.


შეგახსენებთ, მაია ასათიანი რუსთავი 2-ზე რჩება. მისი გუნდი ჩვეულებისამებრ მოამზადებს გადაცემებს. თუმცა ცნობილია, რომ ნიკა გვარამიამ ახლადშექმნილ არხზე ყვითელი შინაარსის გადაცემების გაშვებაზე მთლიანად უარი თქვა. შესაბამისად, ასათიანს მათთან გადასვლის შეთავაზებაც არ ჰქონია.

0
2383
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
2383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0