x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343123
  • სურათი:457721
წამლები, რომლებიც ასუქებს

ვიცით, რომ თითოეულ წამალს აქვს თავისი გვერდითი მოვლენები. ხშირ შემთხვევაში, ისინი არცთუ ისე სერიოზული და რთულია. თუმცა, არსებობს მედიკამენტები, რომელთა მიღება იწვევს რიგ უსიამოვნო მოვლენებს, გაგიკვირდებათ და მათ შორის, წონის მომატებასაც კი.


image


მოდით, გადავხედოთ სიას და გავერკვეთ, რომელი პრეპარტებია, რომლებიც ზედმეტ წონას გვძენენ?




1. ანტიდეპრესანტები.


image


ფაქტია, რომ ანტიდეპრესანტები შეიცავს შერჩევითი სეროტონინის უკუქცევის ინჰიბიტორს, რომელიც შედის ამ "პოპულარულ" წამლებში - პროზაკი, ლეჰაპრო, პაქსილი, ზოლოფტი. ისინი აუმჯობესებს მდგომარეობას, თუმცა პარალელურად იწვევენ მადის ზრდას, რის შედეგადაც პაციენტებს უჩნდებათ მომატებული მოთხოვნა ნახშირწყლების მიმართ.



როგორ მოვიქცეთ? საჭიროა ესაუბროთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე, რომ მან დაგინიშნოთ ისეთი პრეპარატები, რომელთაც ნაკლებად აქვთ გამოხატული გვერდითი მოვლენები. ასეთებია: მაგალითად, ველბუტრინი ან ბუპროპიონი, რომლებიც მუშაობენ ასევე წონის კლებაზე.






2. კონტრაცეპტივები.


კონტრაცეპტივები ცვლის ჰორმონალურ ფონს და დონეს, რაც შესაბამისად იწვევს წონის მატებას. ჰორმონი პროგესტერონი კი იწვევს შიმშილის გრძნობის გამძაფრებას და მადა მატულობს.



როგორ მოვიქცეთ? თუ კონტრაცეპტივების განმოყენებისას შეამჩნიეთ, რომ წონაში მატება დაგეწყოთ, მიმართეთ ენდოკრინოლოგს და ის შეგირჩევთ ისეთ პრეპარატს, რომელსაც წონის მატების ნაკლები შედეგი ექნება.






3. სტეროიდები.


ჩვეული მოვლენები, რაც სტეროიდებს ახასიათებს - უძილობა, მადის მომატება და ორგანიზმის მიერ სითხის შეკავებაა. ეს ყველა, სამივე ეფექტი, ხელს უწყობს გასუქებას. ამიტომ, პაციენტების 75%, რომლებიც სტეროიდებს იღებენ, წონაში იმატებენ.



როგორ მოვიქცეთ? სთხოვეთ ექიმს მათი დოზა მინიმუმამდე დაიყვანოს. ასევე ეცადეთ მოიწესრიგოთ ძილი და რამე გვიანობამდე არ ეჯდეთ ფილმებს, რათა ძილი არ გაკრთეს.







4. ბეტა-ადრენობლოკატორები.

image


მედიკამენტების ეს ჯგუფი გამოიყენება გულის უკმარისობის გასაკონტროლებლად და შაკიკის თავიდან ასაცილებლად. პრობლემა ის არის, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები ანელებს მეტაბოლიზმს და გრძელვადიანი მკურნალობის დროს იწვევს სიმსუქნეს.



როგორ მოვიქცეთ? სწორი კვება აქტიური ცხოვრების წესი, ის ფაქტორებია, რომლებიც ამ დროს შეგინარჩუნებთ მეტაბოლურ პროცესებს.






5. ანტიჰისტამინი.


image


ანტიჰისტამინები ინიშნება ალერგიისა და ალერგიული რეაქციების დროს. მაგრამ მათ მიღებამდე, აუცილებლად იფიქრეთ იმაზე, რომ წონაში მატებს, განსაკუთრებით ქალებს. მიზეზი კი არის ის, რომ ეს პრეპარატები ბლოკავს ჰისტამინის წარმოებას და მძაფრდება შიმშილის გრძნობა.



როგორ მოვიქცეთ? ეცადეთ გამოიყენოთ ალერგიასთან გასამკლავებელი ალტერნატიული გზები ან ხალხური მეთოდები.





6. შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატები.


მათაც შეუძლიათ წონის საგრძნობლად მატება.



როგორ მოვიქცეთ? აღმოფხვერით თავის ტკივილის მიზეზი- არასწორი კვება, უძილობა, წყლის მცირე რაოდენობით მიღება და სხვა მავნე ჩვევები. ზოგჯერ პრობლემა ჩვენში დევს და თავის ტკივილი შეიძლება იყოს არა ფიზიოლოგიური პრობლემა, არამედ ემოციური ბლოკი.



0
263
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0