x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ მოვიშოროთ სახლიდან ჭიანჭველა?
მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და მღრღნელები და მწერები თითქმის აღარ არსებობენ ჩვენს სახლებში, არის ოჯახები, სადაც გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო მაინც ვხვდებით ე.წ. ტარაკნებს, კოღოსა და ჭიანჭველას- ამაზრზენ არსებებს, რომლებიც დარბიან სამზარეულოში, საპირფარეშოსა და საძინებელში და რაც ყველაზე უარესია, აქვთ უნარი საკვების მიღების გარეშე თვეები გაძლონ. მათ მოსაშორებლად მხოლოდ ქიმიური ფხვნილი თუ აეროზოლი არსებობს, რომელიც ასევე მავნებელია თქვენი შინაური ცხოველებისა და ბავშვებისათვის, ამიტომ დღევანდელ სტატიაში მინდა მარტივი მეთოდი გასწავლოთ თუ როგორ მოვიშოროთ ისინი სახლიდან ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე, რომელიც თქვენს და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის.



image


არსებობს გარკვეული ბუნებრივი სუნები, რომლებიც ჭიანჭველებს არ უყვართ და გარბიან აღნიშნულის შემთხვევაში იმ გარემოდან:


1. მათ ძალიან აღიზიანებთ მენთოლის სუნი, ამიტომ, იმ ადგილებში სადაც ისინი არიან, დადეთ ნედლი, ან პიტნის გამხმარი ფოთლები.



2. ასევე ვერ იტანენ ნივრის სუნს. გაჭერით ნივრის კბილი და მოუსვით პლინტუსებს, იმ ადგილებში, სადაც ისინი არიან.


3. აღიზიანებთ გვირილის სუნი. შეიძინეთ გვირილის გამხმარი ყვავილები (აფთიაქებში) და დაყარეთ იქ, სადაც ისინი არიან.


4. ეფექტურია ასევე დაფნის ფოთლები. ისინი ვერ იტანენ მის სუნს, დადეთ დაფნის 2-3 ფოთოლი იქ, სადაც ბინადრობენ.


5. არ უყვართ ლავანდის, ფორთოხლის და ლიმნის არომატიზატორიანი ზეთები.


6. ასევე შეგიძლია გამოიყენოთ სიმინდის ფქვილი. დაყარეთ ის სადაც მათი ბუდეა, შედეგად ისინი შეჭამენ და 1-2 კვირის განმავლობაში საერთოდ გაქრებიან.



image



0
162
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0