x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96535
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458422
გაყინული გოგონა გაალღვეს და გაცოცხლდა - მოვლენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა
უძველესი დროიდან ცდილობს ადამიანი, ახსნას ბევრი საოცარი რამ, რაც ჩვენს პლანეტაზე მრავლად ხდება. მოვლენებიდან ბევრი მათგანი მეცნიერულად დასაბუთებულია, თუმცა ბევრი რამ კიდევ რჩება პასუხგაუცემელი.


ისტორია სავსეა მრავალი ამოუხსნელი და საინტერესო, უცნაური მოვლენით. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ფენომენალურ მოვლენაზე მინდა მოგითხროთ, რომლის სიღრმეს მეცნიერები ვერ ჩაწვდნენ და თქვენც გაგიჭირდებათ დაჯერება.


image



1980 წლის 20 დეკემბერს 19 წლის გოგონა ჯინ ჰილიარდი მინესოტას შტატში თოვლიან და ცივ ქალაქში - ლენგბში მშობლების სახლში საკუთარი ავტომობილით მიემგზავრებოდა. სხვა წყაროებზე დაყრდნობით, მას ავტომობილი მოუცურდა გაყინულ გზაზე და სავალი ნაწილიდან გადავარდა. სასწაულად გადარჩა, თუმცა მაშველი კარგა ხანს არ გამოჩნდა. ჯინმა პრობლემა დამოუკიდებლად რომ ვერ აღმოფხვრა, გადაწყვიტა გარკვეული მანძილი, დაახლოებით 3, 5 კილომეტრი ფეხით გაევლო, რომ მეგობრების სახლამდე მაინც მიეღწია დაღამებამდე, რომელიც მისი მშობლების სახლთან შედარებით უფრო ახლოს იყო.



image

image



სიცივეში მიმავალი გაითოშა, გონება დაკარგა და სახით დაეცა გაყინულ თოვლზე. უგონო მდგომარეობაში გასტანა ექვსი საათი, მანამ, სანამ გამთენისას, სამსახურში მიმავალმა მისმა მეგობარმა ის თვალებგახელილი გაყინული არ იპოვა. მან -30°C-ზე უგონო მდგომარეობაში ექსვი საათი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ჯინა ხესავით გაქვავებული იყო, უილმა მოახერხა მისი საკუთარ ავტომობილში "ჩასმა" და საავადმყოფოში წაყვანა.



ექიმების თქმით, მას არანაირი სასიცოცხლო ნიშანი არ აღენიშნებოდა. მისი კანი მთლიანად გაყინული იყო, ინექციის გაკეთება და გადასხმაც ვერ მოახერხეს, ერთადერთი რაც შეძლეს, ელექტროზეწარში გაახვიეს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ უსაფუძვლო იყო კარგის მოლოდინი, თუმცა 2-3 საათის შემდეგ გულისცემა გაჩნდა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ კიდურების ამპუტაციის გაკეთება მაინც მოუწევდათ.



image



სასწაულად მოეგო ჯინა გონს, წყალიც მოითხოვა და მისი სასიცოცხლო ნიშნები - წნევა, პულსი და ა.შ. მალე დაუბრუნდა ჩვეულ მდგომარეობას. 3 დღის შემდეგ კიდურებიც გაამოძრავა. 49 დღის, დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ სრულიად ჯანმრთელი გაწერეს საავადმყოფოდან.


დღეს ჯინა ღიმილით იხსენებს წარსულში გადამხდარ ამ სასწულს და შვილებს "ზღაპრად" უყვება. ექიმებმა ვერ ახსნენს ამ "ფენომენის" მდგომარეობა და აზრი. მშობლებს კი მიაჩნიათ, რომ მათი ქალიშვილი მფარველმა ანგელოზმა დაიფარა.


image


3
1222
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1222
  
23 სექტემბერი, 22:23
ის უფრო მაგარია, მოცლილი რომ ხარ ადამიანი მთელ დღეს და სხვა არაფერი საქმე არ გაქვს, თან ბოღმით გასიებული. თუ კარგის დაწერა არ შეგიძლია, საერთოდ არ დაწერო არაფერი! ამზრზენო და მყრალო ადამიანო, ამოხვედი უკვე ყელში შენი გამადიდებლით და 24 საათი ინტერმედიაზე ჯდომით, წადი რა, ოჯახს გამოადექი... ალბათ ისინიც როგორ ვერ გიტანენ და ისვენებენ სანამ აქ შეცდომებს ეძებ :)))
23 სექტემბერი, 18:58
ექსვი საათი მაგარია...
23 სექტემბერი, 17:32
ბიჯოოოოოოო
0 1 3