x
image
მაია 24
მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი - რომელი ზოდიაქოს ნიშნების წარმატების დრო დგება
image



ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო თვის ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავაზობს:


"მზე ბოლო დღეებს ითვლის ქალწულის ზოდიაქოში, 23 სექტემბერიდან კი უკვე ზაფხულს საბოლოოდ დავემშვიდობებით და შემოდგომას შევეგებებით. 23 სექტემბერი შემოდგომის ბუნიაობის დღედ ითვლება. ამ დღეს ნათელი და ბნელი თანაბარი რაოდენობითაა განაწილებული სამყაროში. ანუ ეს ის მომენტია, როდესაც დღე და ღამე ერთმანეთის ტოლია თავისი ხანგრძლივობით. ამის შემდეგ დღის სინათლე თანდათანობით იკლებს, ვიდრე 22 დეკემბერს თავის მინიმუმს მიაღწევდეს.


ბუნიაობის დღეები თითქმის ყველა ხალხში უკავშირდებოდა მისტიკას, და დღესასწაულად ითვლებოდა. განსაკუთრებული რიტუალებით აღნიშნავდნენ მას კელტები და დრუიდები, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ცნობილი სთოუნჰენჯის მეგალითები სწორედ ბუნიაობის დღესასწაულს ეძღვნება. მაიას ტომის ერთ-ერთი პირამიდა, რომელიც ფრთოსანი გველის სახელწოდებითაა ცნობილი, ასევე ბუნიაობის დღესასწაულს უკავშირდება, მისი საფეხურებრივი კედლები ისეა აგებული, რომ სწორედ ამ დღეებში მზე მათზე გასაოცარ სილუეტებს ქმნის... გასაკვირი ალბათ არც ის უნდა იყოს, რომ ამომავალი მზის ქვეყანად წოდებულ იაპონიაში, ეს დღე დღემდე ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება.



image


ასევე, 23 სექტემბერი პლანეტა ნეპტუნის დაბადების დღეა. უფრო სწორედ მისი აღმოჩენის - 1846 წელს ამ დღეს, გერმანელმა ასტრონომმა იოჰან გოტფრიდ გალემ, აღმოაჩინა პლანეტა ნეპტუნი.


გარდა ამისა, 23 სექტემბერი კიდევ ერთი ასტრონომიული მოვლენით გახლავთ გამორჩეული - ამ დღეს ჩვენი მნათობი სასწორის ნიშანში გადაბრძანდება. რასაც პირველ რიგში მზით სასწორებს ვულოცავ!


კარგი პერიოდი დგება აგრეთვე ჰაერის და ცეცხლის ნიშნებისთვისაც. იმდენად, რამდენადაც სასწორი კომპრომისებისა და ჰარმონიის ნიშანია, 23 რიცხვიდან მოყოლებული ადამიანები სულ უფრო და უფრო შეეცდებიან ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოგვარებას, შერიგებას, გაცილებით მეტად მიმტევებლები და დიპლომატიურები გახდებიან. წინ წამოიწევს სამართლიანობის და კანონების პატივისცემა. მშვენიერი დროა საზოგადოებაში საკუთარი ავტორიტეტისა და პრესტიჟის გამყარებისათვის, პოპულარობის მოხვეჭისათვის. ვინაიდან სასწორს ვენერა მართავს, რომანტიულ ურთიერთობების გაღრმავებას ან ახალ საინტერესო ნაცნობობებს უნდა ველოდეთ ამ კუთხითაც. ვენერასავე გავლენით იზრდება ესთეტიურობის მოთხოვნილება.


კარგი პერიოდია გამოფენების, ჩვენებების მოსაწყობად. შეგიძლიათ ასევე დაკავდეთ დეკორაციების გამოცვლით შინ ან სამსახურში. ხელოვანები დაფასებულად იგრძნობენ თავს. ხელსაყრელი პერიოდი დაუდგათ იურისტებსა და დიპლომატებსაც. ვინაიდან სასწორის ზონა ქორწინების თემასაც განაგებს, ნიშნობებისა და დაოჯახებისათვის შესაფერისი დროც ახლა იწყება. ჰოდა, წარმატებებს გისურვეთ! იყავით ბედნიერები და შეყვარებულები, სახელგანთქმულები და დაფასებულნი!"


ასევე დაგაინტერესებთ:


"ამ პერიოდში შესაძლოა წარსულში მიტოვებული ადამიანები გამოჩნდნენ" - როგორი იქნება მომდევნო 5 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
2820
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2820
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0