x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95723
  • ვიდეო:343052
  • სურათი:457649
გასული საუკუნის 90-იანი წლებში ასე ჩაცმული ახალგაზრდობა დადიოდა, უფროსი ასაკის ადამიანებში დღესაცაა ნოსტალგია წარსულის მიმართ რუსეთში

image უფროსი ადამიანებისაგან ხშირად მსმენია საბჭოთა კავშირის ქება და მე მესმის მათი, ძნელია ადამიანის გონებიდან ამოშალო მისი ცხოვრების საკმაოდ დიდი მონაკვეთი.
სსრკ ჩემთვის ისეთივე იმპერია იყო, როგორი იმპერიებიც იყო ადრე მსოფლიოში და რომლებიც დაიშალა. ასეთივე კანონზომიერი იყო ძალით მიერთებული რესპუბლიკების გამოყოფა თავს მოხვეული კავშირიდან.
ჩვენთვის შავბნელ 90-იან წლებში, როცა საქართველოში მხედრიონის, ორად დაყოფილი გვარდიის და ათასი ჯურის საძმოების გამო ხეირიანად ვერ ჩაიცვამდა ადამიანი, რუსეთშიც არ იყო მთლად დალხენილი ცხოვრება, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით სამოქალაქო ომი მთელ რუსეთს არ შეხებია და შესაბამისად მოქალაქეები, ამ შემთხვევაში ახალგაზრდობა დადიოდა ისე ჩაცმული, როგორი ჩაცმის უფლებასაც მათ აძლევდა ფინანსური მდგომარეობა.
ძნელია ჩვენი თვალსაწიერიდან მათ ჩაცმულობას ან მათ მაკიაჟს თუ ათასნაირად შეჭრილ თმას მოდური უწოდო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენ გვაქვს მაღალი გემოვნება და მათ არ ჰქონდათ.
უბრალოდ მაშინ ფიზიკურად არ იყო განსხვავებული ტანსაცმელი, რომლითაც შეგეძლო თანატოლებისაგან მკვეთრად გამორჩეულიყავი.
საბჭოთა მემკვიდრეობამ დიდი ხნით "დაამუხრუჭა" მოდის საერთაშორისო სტანდარტები ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებში და შესაბამისად თავად რუსეთშიც.
ნახავთ ამ სურათების კოლაჟს და დარწმუნდებით, თუ რამხელა ცვლილებები მოხდა ჩაცმის, მაკიაჟის და ვიზაჟის თვალსაზრისით გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით.
image imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
224
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
224