x
მეტი
  • 09.12.2019
  • სტატია:97237
  • ვიდეო:344093
  • სურათი:459190
14 წვრილმანი რამ, რაც აჩვენებს, რომ ადამიანს უყვარხართ
1. ის თქვენთან ისე იქცევა, როგორც სხვა მეგობრებთან.

2. როცა ავად ხართ, თქვენთვის ყველაფრის გაკეთებას ცდილობს: პროდუქტების, მედიკამენტების მოტანა, ძაღლის გასეირნება.

3. არ ეშინია იმის თქმის, თუ რას აკეთებთ არასწორად. თუმცა ამას განკითხვის გარეშე და სხვანაირად გეუბნებათ.

image


4. ახსოვს სხვადასხვა დეტალები, რომლებიც საუბარში გაკვრით ახსენეთ, რადგან ძალიან ყურადღებიანია და თქვენს შესახებ ყველაფრის ცოდნა სურს.

5. საჩუქრებს ისე უბრალოდ გჩუქნით და რაიმე მიზეზს არ ელოდება.

6. თქვენს პირად სივრცეს აფასებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი თავისთვის დრო გჭირდებათ, ან უბრალოდ ჩხუბის შემდეგ დამშვიდება გსურთ.

7. მისი ბოდიშის მოხდა ყოველთვის გულწრფელია. ამას მხოლოდ იმისთვის არ აკეთებს, რომ თავი დაანებოთ.

8. მზადაა კომპრომისი იპოვოს. თუ თქვენს ან მის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, მზადაა განიხილოს.

9. აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც თავად გძულთ (მაშინაც კი, თუ ეს თავადაც არ სიამოვნებს). მაგალითად, ჭურჭლის გარეცხვა.

image

10. თქვენს მოსაზრებას პატივს სცემს, მაშინაც კი, თუ არ გეთანხმებათ. იგივე აზრის ქონას არ გაიძულებთ.

11. არ გკიცხავთ, თუ რაიმეთი შეპყრობილი ხართ და ამისი თავად არ ესმის.

12. მშობლებთან და მეგობრებთან თქვენს ურთიერთობაზე საუბარს ყურადღებით ისმენს, მაგრამ ეცდება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ. ტყუილად არ დაგეთანხმებათ.

13. მისი პრობლემების გადაჭრას არ გაიძულებთ, მაგრამ საკმარისად გენდობათ, რომ ამის შესახებ გიამბოთ.

14. არ ეშინია გრძნობების აღიარების. და ეს ყოველთვის გულწრფელად ჟღერს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს

image

10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა

image

10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია

image

რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი

image

მამაკაცის 21 წესი ქალებისთვის

image

20 რამ ქორწინებაზე, რაც ძალიან გვიან გავიგე

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
278
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
278