x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
მეცნიერები მსოფლიოს ქვეყნებს აფრთხილებენ "ისპანკას" მსგავს დაავადების საშიშროებაზე, რომლისგანაც შეიძლება 2 დღეში 80 მილიონი ადამიანი დაიღუპოს
image
"ისპანკას" მსგავსი დაავადების გამოვლენას შეუძლია უზარმაზარი ზიანი მიაყენოს გლობალურ ეკონომიკას.
გლობალური მზადყოფნის მონიტორინგის საბჭოს (GPMB) მეცნიერები გვააფრთხილებენ პანდემიის საფრთხეზე, რომელიც შესაძლოა მთელ მსოფლიოში სულ რაღაც 36 საათში გავრცელდეს და 80 მილიონამდე ადამიანი დაიღუპოს. ამის შესახებ ნათქვამია GPMB- ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში, სახელწოდებით "სამყარო საფრთხეშია".


მკვლევარების აზრით, ეს შეიძლება იყოს ათობით უკვე ცნობილი ან ახალი ვირუსი. სავარაუდოდ, მეცნიერებმა სასიკვდილო ვირუსი უწოდეს გრიპის 5 სახეობას, ასევე, ებოლას, დენგესა და ზიკას ვირუსებს და ყვითელ ცხელებას.


ნათქვამია, რომ დღეს კაცობრიობა არ არის მზად პანდემიის რეალური საფრთხისთვის. ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. ასე რომ, გასული 100 წლის განმავლობაში, პანდემიის გავრცელების საფრთხე მრავალჯერ გაიზარდა. ყოველდღე, მილიონობით ადამიანი თვითმფრინავით მოგზაურობს ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტამდე, რამდენიმე საათში. შედეგად, მკვლელ ვირუსებს დასჭირდებათ მხოლოდ 36 საათი პლანეტის გარშემო გავრცელებისთვის.


უზარმაზარი სიჩქარით გადაადგილებულ პათოგენებს საშინელი პოტენციალი აქვთ. მათ აქვთ უნარი მოკლონ ათობით მილიონი ადამიანი, გაანადგურონ ეკონომიკა, დესტაბილიზაცია მოახდინონ ეროვნული უსაფრთხოების, ნათქვამია მოხსენებაში.




მეცნიერთა აზრით, მრავალი ქვეყნის ხელისუფლების ამჟამინდელი ძალისხმევა, ეპიდემიებისთვის მომზადების მიზნით, არასაკმარისია. "ისპანკას" მსგავს დაავადებას ორ დღეზე ნაკლებ დროში შეუძლია 80 მილიონამდე ადამიანი მოკლას და უზარმაზარი ზიანი მიაყენოს გლობალურ ეკონომიკას.


მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ყველა სახელმწიფო ვალდებულია, გამონაკლისის გარეშე, შეასრულონ თავიანთი პოლიტიკური და ფინანსური ვალდებულებები გლობალური ეპიდემიებისთვის მოსამზადებლად.

0
213
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0