x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95766
  • ვიდეო:343125
  • სურათი:457722
"ეს ნაძირალა ჯალათი, ჰგონია არასდროს გადაიხდის თავისი ჯალათობის საფასურს" - რაჭველიშვილი გახარიაზე

image


ცნობილი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართვას და დღევანდელი, 20 სექტემბრის ანტისაოკუპაციო აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებს. რაჭველიშვილის თქმით, ქვეყანა, რომელიც ხალხს არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა წაართვა, საზოგადოებამ კვლავ უკან უნდა დაიბრუნოს: " ძალიან კარგად მოისმინეთ გთხოვთ და სახლში ნუღარ დაჯდები! საქართველო წაგვართვა ნაძირალა ივანიშვილმა! დავიბრუნოთ ღირსება და სამშობლო! ეს ნაძირალა ჯალათი რა ირონიული სახით ზის! ჰგონია რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს და არასდროს არ გადაიხდის თავისი ჯალათობის საფასურს! ავადმყოფია და აშკარად მკურნალობა სჭირდება ამ გახარიას! ნორმალური ადამიანი სინდისის ქეჯნისგან მოკვდებოდა უკვე! ნაძირლებო!" - დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა ფეისბუქგვერდზე.



0
214
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
214