x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
,,წელს მან მთელი ჩემი სახე გადაფარა" კიმ კარდაშიანის გულწრფელი აღიარება ფსორიაზთან დაკავშირებით
image


რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი უკვე წლებია ფსორიაზს ებრძვის. თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, ბევრად რთულია, ვიდრე ადრე გახლდათ, ვინაიდან ფსორიაზმა წელს, მთელი მისი სახე და ფეხები მოიცვა.

image

image


კიმის თქმით, კანის დაავადებამ თავი 25 წლის ასაკში იჩინა და მან მისი მუცლისა და ფეხების არე სრულიად მოიცვა. კიმს იმ პერიოდში გაუმართლა, რომ მეზობლად დერმატოლოგი ცხოვრობდა, რომელმაც დაუნიშნა კორტიზონი და სრულიად განკურნა დაავადებისგან.

image


5 წლის განმავლობაში კიმს მსგავსი რამ აღარ დამართნია. თუმცა ერთ დღეს, კარდაშიანების ქსელის, DASH -ის გახსნის დღეს, ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილმა, სახლში დაბრუნებისას შეამჩნია, რომ კანი ექავებოდა. კიმმა იფიქრა, რომ ქავილი მისმა კაბამ გამოიწვია.

image

მეორე დილას კიმმა კბილის ჯაგრისის აღებაც კი ვერ შესძლო, ვინაიდან მთელი მკლავები სტკიოდა. ტკივილი წინა დღეს გაკეთებულ მკლავების ვარჯის დააბრალა და არცკი უფიქრია, თუ საქმე რამდენად რთულად ჰქონდა, თუმცა იმ დღისთვის დაგეგმილ ჯიმი კიმელის შოუში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს.

image

მეორე დღეს, სახლში დაბრუნებულ კიმს დედამ ფეხებზე შეამჩნია ფსორიაზის ნიშნები და უთხრა, რომ დაავადებამ ისევ იჩინა თავი. აღნიშნული დღიდან დაიწყო მაკიაჟის ნამდვილი გურუს წამება, რომლისთვისაც კანის დაავადება ნამდვილი ტრაგედია გახლდათ.


ორსულობისას, ფსორიაზი ქრებოდა, თუმცა თავს ისევ ახსენებდა პერიოდულად ართრიტის სახით. ტკივილი, რომელსაც ეს დაავადება იწვევდა, კიმს მცირე ნივთების აღების საშუალებასაც კი არ აძლევდა.

image

კიმმა ართრიტზე გამოკვლევები ჩაიტარა და მას ფსორიაზული ართრიტი დაუდგინდა.

image

აღსანიშნავია, რომ კიმის დაავადება მემკვიდრეობითია და მას ეს დედისგან გამოჰყვა. თუმცა დედამისმა სრულიად განიკურნა აღნიშნულისგან თავი.

0
604
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
604
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0