x
image
გემი დალანდი
რატომ ხვდებიან მამაკაცები ქალებს წლობით, ცოლად კი ,,პირველი შემხვედრი" მოჰყავთ
ალბათ ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა, როცა შეყვარებული წყვილი ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ შორდება და მოულოდნელად მამაკაცი “პირველივე შემხვედრს" სთხოვს ხელს. ასეთი საქციელი სრულიად ბუნებრივად იწვევს შეკითხვას: “რატომაა, რომ ქალების ერთი კატეგორია მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგაც ვერ ეღირსება ხოლმე ბეჭედს და ხელის თხოვნას, მაშინ, როცა სხვები ფაქტიურად გაცნობიდან მეორე დღესვე თხოვდებიან?"

სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ვეცდებით ამ სტატიაში:

1. საჭირო დროს მამაკაცის გვერდით

imageარსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცები მაშინ კი არ ქორწინდებიან, როცა “ცხოვრების სიყვარულს" შეხვდებიან, არამედ მაშინ, როცა მზად არიან ოჯახის შესაქმნელად. ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი ამ თეორიამ დააინტერესა და მამაკაცებს სთხოვა ამასთან დაკავშირებით აზრი გამოეთქვათ. თითქმის ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ჰქონდათ ურთიერთობა, რომლის შეწყვეტასაც ნანობდნენ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია დაოჯახებაში, როცა მათ გვერდით ცოლის როლისთვის შესაფერისი ქალები გამოჩნდნენ.


არსებობს კიდევ ერთი სიტუაცია, რომელიც მამაკაცს ქორწინებისკენ უბიძგებს:როცა ქალი, რომლის მოპოვებასაც მამაკაცი ცდილობდა, სხვაზე თხოვდება. ამ შემთხვევაში შანსი აღარაა და მამაკაცი უკვე იძულებულია “ხელმისაწვდომი" ვარიანტები განიხილოს.

გამოდის, რომ მამაკაცი სულაც არ ელოდება იმ ერთადერთის გამოჩენას და ხელს მას სთავაზობს, ვინც საჭირო დროს მის გვერდით აღმოჩნდება.

ქორწინებისთვის ხელსაყრელ ასაკად ფსიქოლოგები 28-32 შუალედს მიიჩნევენ მამაკაცის წლოვანებაში. ამის შემდეგ დაქორწინების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო 42 წელს გადაცილებულებში ფაქტიურად აღარ არსებობს ოჯახის შექმნის სურვილი.

2. გატაცებაზე ოჯახს ვერ შექმნი

კვლევის თანახმად, უფრო ბედნიერები ის წყვილები არიან, რომელშიც ქალი უფრო მიმზიდველია. ჯონ მოლოი, ავტორი წიგნისა“რატომ ქორწინდებიან მამაკაცები ზოგიერთ ქალზე, ზოგიერთზე კი არა", აღნიშნავს, რომ მამაკაცის რჩეულ ქალს ვულგარული გარეგნობა არ უნდა ჰქონდეს. მან 3500 მამაკაცს სთხოვა მათი მომავალი საცოლის გარეგნობის აღწერა და მხოლოდ 20%-მა გამოიყენა გარეგნობასთან დაკავშირებული ისეთი ზედსართავი სახელები, როგორიცაა:სექსუალური, მდიდრული, მიმზიდველი... დანარჩენი 80% კი ძირითადად ხასიათსა და პიროვნებაზე ამახვილებდა ყურადღებას. მამაკაცებმა აღნიშნეს, რომ ქალი აუცილებლად მოვლილი უნდა იყოს, მაგრამ არა გამომწვევი. ყველაზე პოპულარული აზრი კი ასე ჟღერს:ქალი ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ მასთან ერთად გამოჩენის არსად შეგრცხვეს.


3.მშობლების და მეგობრების აზრს შეიძლება გავლენა ჰქონდეს

imageმაშინაც კი, როცა მამაკაცი დამოუკიდებელი გვეჩვენება, საცოლის არჩევაზე პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ახდენს მისი ახლობლების აზრი. მეგობრების აზრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გაცნობის პროცესში. მათმა აზრმა შესაძლოა შეყვარების პროცესი უფრო დააჩქაროს, ხოლო მშობლების აზრი კი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ქორწინების საკითხში.


4.კაცი დარწმუნებულია, რომ ქალს ყველაფერი აწყობს

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს- ქალები გვაჩვენებენ თავს, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა და სულაც არ უნდათ გათხოვება. და თუ ეს სინამდვილეში ასე არაა, მაშინ ქალის რჩეული ვერასდროს გამოიცნობს, რომ მისგან გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ელიან, რადგან მამაკაცებს სტრიქონებს შორის კითხვა არ შეუძლიათ. სამაგიეროდ, დასკვნები კარგად გამოაქვთ. ამიტომ, როცა ქალს მოთმინების ძაფი გაუწყდება, ჩემოდნებს ჩაალაგებს და წავა, მამაკაცი მაშინ მიხვდება ყველაფერს და უკვე სხვას, ვისაც ურთიერთობაში პირდაპირობის გამოჩენის არ შეეშინდება, ხელს სთხოვს, რომ ისიც წინამორბედივით არ წავიდეს მისგან.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ წყვილს ურთიერთობის დასაწყისში კონფლიქტი არ მოსდის, მაშინ მათ ურთიერთობას მომავალი არ აქვს. აუცილებელია, რომ თქვენი აზრი ღიად დააფიქსიროთ.

სწორედ ის ქალები რჩებიან საქორწილო ბეჭდის გარეშე, რომლებიც თავის სურვილებს ჩუმად ინახავენ. პატარძლების 73%-მა კი გულახდილად აღიარა, რომ გამუდმებით ითხოვდნენ მამაკაცისგან ქორწინებას და მათ შემოთავაზებას არ უცდიდნენ.


5.თანაცხოვრება დაქორწინების შანსს ორჯერ ამცირებს

imageფსიქოლოგები ქალებს აფრთხილებენ დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ ქორწინების გარეშე თანაცხოვრების იდეისადმი. მამაკაცების უმრავლესობა რომანის დაწყებიდან 22 თვის შემდეგ სთხოვს ქალს ხელს. ამის შემდეგ შანსები 20%-ით მცირდება, სამი წლის შემდეგ კი ეს რიცხვი უკვე 50%-ია 7 წლის შემდეგ კი თქვენი ქორწინების შანსი უკვე 0-ის ტოლია.

არ დაგავიწყდეთ აღქმას შორის სხვაობაც: ქალები თვლიან, რომ თანაცხოვრება ქორწინებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მამაკაცები კი პირიქით, თვლიან, რომ ოჯახი უკვე აქვთ და ოფიციალურად დარეგისტრირება უკვე ზედმეტია.


6.ქალი აწმყოში-კარგია, მაგრამ არა სამომავლოდ

imageისეც ხდება, რომ მამაკაცს უნდა ოჯახის შექმნა, მაგრამ მხოლოდ გარეკვეული პირობებით: როცა დააწინაურებენ, ბინას იყიდის და ა.შ. მაგრამ ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე მას მარტო ყოფნა არ სურს და ქალს ეძებს, რომელიც მეგზურობას გაუწევს, მაგრამ მხოლოდ დროებით.

“შესაფერის" ქალს მოთხოვნები არ უნდა ჰქონდეს და დამთმობი უნდა იყოს. ის მამაკაცში აზარტს და საკუთარი თავის გამოცდის სურვილს არ უნდა იწვევდეს. და როცა მამაკაცი დასახულ მიზანს მიაღწევს, მას უკვე სხვანაირი ქალი სჭირდება გვერდით.ისეთი, რომელიც მას მუდამ ტონუსში ყოფნაში დაეხმარებს, წააქეზებს და გამოწვევის წინ დააყენებს და რომლის გულისთვისაც მამაკაცი უფრო და უფრო მეტს გააკეთებს.


7.ყველა ურთიერთობა ქორწილით როდი სრულდება

imageგოგონებს ბავშვობიდან აჩვევენ იმ აზრს, რომ ნებისმიერი ბიჭი, რომელიც მის მიმართ ყურადღებას იჩენს, პოტენციურ საქმროდ განიხილოს. ზოგჯერ ნათესავები ეხუმრებიან კიდეც პატარა გოგონას ამ თემაზე: როდის მოვილხენთ თქვენს ქორწილში და ა.შ. და გოგონაც იზრდება იმ აზრით, რომ როცა ურთიერთობა ხანგრძლივად გრძელდება, ფინალი აუცილებლად ქორწილი უნდა იყოს. აი, ბიჭებს კი ასეთი სტერეოტიპული შეხედულება არ აქვთ და ასე იწყება სქესთა შორის გაუგებრობები.

რა თქმა უნდა, დაკარგული დროც დასანანია და ურთიერთობის გაგრძელებაც შეგიძლიათ სცადოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გამუდმებით უნდა იფიქროთ, რომ ის თქვენს გვერდით იძულებითაა. გახსოვდეთ, რომ მამამაკაცებისთვის ძნელია საკუთარ სურვილებზე უარის თქმა და თუ თავის გრძნობებსა და განზრახვაში დარწმუნებულია, ის ურთიერთობას არ გააჭიანურებს. არ არსებობენ უიმედო ბერბიჭები, არსებობენ ქალები, რომლებზე დაქორწინებაც მამაკაცებს არ სურთ, მაგრამ ამას არ აღიარებენ.


0
1327
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0