x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ვენეცია კუნძულებზეა აშენებული, თუ შემდეგ დაიტბორა?

image


ოფიციალური წყაროების თანახმად, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ვენეცია, 118 პატარა ზომის კუნძულზეა აშენებული, რომელსაც ერთმანეთისგან არხები ყოფს და ერთმანეთთან ხიდები აკავშირებს. სწორედ ამას ეუბნებიან გიდები ვენეციაში ჩასულ ყველა ტურისტს, ქალაქის ღირშესანიშნაობებზე საუბრის დაწყებამდე.

აქამდე ამის ყველას სჯეროდა, ვინც ამ, მართლაც რომ ულამაზეს ქალაქში იყო ნამყოფი ან მის შესახებ ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ჰქონდა მიღებული. მაგრამ, ბოლო წლებში ქალაქში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო და ხან ისეც ხდება, რომ სანაპირო წყლების მორიგი მიქცევის დროს, ვენეციის განსხვავებული სახე ჩნდება... რომლის მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალაქი ჯერ აშენდა და მისი დატბორვა, უკვე შემდეგ მოხდა.


imageimageimageimageimage
ზოგიერთ სამეცნიერო წრეებში მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვენეცია დატბორილი იყო, ადრეც არსებობდა. ხოლო ახლა, უკვე ამის მტკიცებულებაც არსებობს. აქ წარმოდგენილ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ სახლებს და ტროტუარებს აქვს კიბეები, რომელებიც, ვითომ და, არხის ფსკერზე ეშვება, ხოლო არხები, არც ისე ღრმა ყოფილა და ზოგიერთ ადგილზე, ხელოვნურად დაგებული ქვაფენილიც გამოჩნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არხებს ცენტრში სანიაღვრე არხები აქვს, რაც ბუნებრივი არხების შემთხვევაში ვერ იარსებებდა.
ამასთან, იმ სახლების ასაკის და მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლის ნაწილიც წყალქვეშ არის, დატბორვა არც ისე შორეულ წარსულში, 200-300 წლის წინ უნდა მომხდარიყო.
დღეს უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ქალაქი თავდაპირველად მართლაც რამდენიმე დიდ კუნძულზე აშენდა და ისე, როგორც შუა საუკუნეებში, სხვა ქალაქებში, ვენეციის ქუჩებშიც ქვაფენილები დააგეს. მაგრამ შემდეგ, ხმელთაშუა ზღვის დონემ (და მასთან ერთად ადრიატიკის ზღვის დონემაც) ისე აიწია, რომ ქალაქის ქუჩებმა დატბორვა დაიწყო. ქალაქის მოსახლეობამ, როგორც ჩანს, პრობლემის მოგვარება სანიაღვრე არხების გაყვანით სცადა. მაგრამ შემდეგ, ეს არხებიც დაიფარა წყლით და ქალაქის ქუჩებიც.


imageimageimageimageimageimageimageimage








0
517
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
517
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0