x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95738
  • ვიდეო:343059
  • სურათი:457670
რისი გარეცხვა არ შეიძლება სარეცხ მანქანაში

image


შეიძლება ფიქრობთ, რომ თანამედროვე სარეცხ მანქანებს ყველაფრის გარეცხვა შეუძლიათ, რაც ნამდვილად არაა სიმართლე. არსებობს გარკვეული ტიპის ტანსაცმელი, რომლებიც რეცხვისას ფუჭდებიან ან მანქანს აფუჭებენ.


წყალგაუმტარი ტანსაცმელი


როგორც წესი ასეთ ტიპს მიეკუთვნება ლაბადა, ზამთრის კურტკა და აქტიური დასვენების ტანსაცმელი. ისინი სპეციალური ნაჭრისგანაა შეკერილი, რომლებსაც სპეციალური დამცავი ზედაპირი აქვთ. ასევე არის ისეთი ტანსაცმელი, რომლებიც სპეციალურ ხსნარშია ამოვლებული და არ ატარებს წყალს. ასეთი ნივთების მოვლა ძალიან ადვილია: ისინი უბრალოს სველი ხელსახოცით უნდა გაწმინდოთ. თუ გადაწყვეტთ მათ გარეცხვას, დამცავი ზედაპირი დაუზიანდება და შემდგომ გამოყენებისას სისველეს გაატარებს.


დეკორიანი ტანსაცმელი


მძივებიანი ტანსაცმლის გარეცხვა მხოლოდ ხელით შეიძლება ან სპეციალური ტომრებით. ბარაბანის ძალა იმდენად დიდია, რომ ბისერები შეიძლება მოსწყდეს, ხოლო ბრჭყვიალები აძვრეს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იპოვნოთ ამძვრალი გაფორმება, უკან დამაგრება გაგიჭირდებათ, თუმცა უმეტესად წყლის მილში იკარგებიან. მაგრამ თუ დეკორი მოზრდილია, შეიძლება ფილტრში გაიჭედოს და მანქანა დააზიანოს.


პიჯაკები და პალტოები


როგორც წესი, კლასიკური სტილის ტანსაცმელი ბევრი მყარი ელემენტისაგანაა შეკერილი, რომლებიც ფორმის უნარჩუნებს, მაგალითად მხრები და საყელო. ზოგიერთი პიჯაკი და პალტო დამზადებულია ისეთი ნაჭრისგან, რომლებიც ვერ უძლებენ მანქანაში რეცხვას: ტვიდი და დაპი. თუ პიჯაკს და პალტოს მანქანაში გარეცხავთ, ისინი ისე დაკარგავენ ფორმას, რომ ორთქლით გაუთოვებითაც აღარ გასწორდება.


ხელოვნური ტყავის და ტყავის ნაწარმი


პრაქტიკულად ყველა ტანსაცმელი თუ აქსესუარი ამ მატერიისგან დამზადებული ვერ უძლებს წყლის ჭავლს, გარეცხვის შემდეგ იკუჭებიან, პატარავდებიან და დეფორმაციას იღებენ. ხელოვნური ტყავი შეიძლება დასკდეს და დაქუცმაცდეს. ასევე ტანსაცმელს შეიძლება საღებავი აძვრეს.




ასევე ნახეთ

არასდროს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად!!! ჩვენ გეტყვით რატომ


ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ეს ნივთები აუცილებლად მოვაშოროთ სახლიდან !!!


ამას საკუთარი სხეულით ვერასოდეს გააკეთებთ! სხეულის სახალისო უცნაურობები


7 ნივთი, რომელიც სახლში წარმატებას და ფულს მოგიტანთ

0
175
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0