x
მეტი
  • 16.12.2019
  • სტატია:97399
  • ვიდეო:344213
  • სურათი:459428
რუსეთში საძირკვლიდან გადასული მაღალსართულიანი შენობა, რომ არ წაქცეულიყო ხის ნაჭრები დაატანეს

image რუსეთში, ახალ ურენგოიში, რომელიც იამალ-ნენეცების ოლქში მდებარეობს მრავალსართულიანი სახლი ფუნდამენტიდან გადავიდა, სახლს წაქცევის საფრთხე შეექმნა.
სახლის ამშენებელმა კომპანიამ სპეციალური მრავალტონიანი ამწით სახლის ერთი მხარე აწია და ნაპრალში ხის ნაჭერი "შეაკვეხა", კომპანიის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ "სახლს წაქცევის საფრთხე არ ემუქრება ვინაიდან აღდგენითი სამუშაოები იქნა ჩატარებული"!
კომპანიის ხელმძღვანელობამ კი კორპუსის მცხოვრებლების შეშფოთებას უაზრო პანიკა უწოდა და განაცხადა: "შენობას ფასადი აქვს მხოლოდ დაზიანებული, დროებითი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები ჩატარებულია და მოგვიანებით, როცა ჩვენი კომპანიის ტექნიკა და პერსონალი სხვა მშენებლობებს დაასრულებს, აქ დამატებით სამუშაოებსაც შევასრულებთ"!
როგორი ოპტიმისტი უნდა იყოს ამ კორპუსში მცხოვრები ეს, რომ დაიჯეროს, თან საინტერესო დამთხვევაცაა-სახლი ოტიმისტების ქუჩაზე მდებარეობს.
სურათზე კი თავადაც ხედავთ თუ როგორი "სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებიცაა ჩატარებული, უზარმაზარი სახლი და მისი მცხოვრებლები ამ ხის ნაჭერზე არიან დამოკიდებული.
აღნიშნული სურათის გავრცელების შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლები გაკვირვებას და შეშფოთებას არ მალავენ.
"ოი, ახალი ტექნოლოგია გამოუგონიათ"-დაწერა მომხმარებელმა ბოგდან დუნაევსკიმ.
"არა უშავს, ნუ გიკვირთ-ეს ხომ რუსეთია"-წერს ხაიალ აზიზოვი.
"უჰ ყოჩაღ თქვენ, ეს რა ზეგამძლე ხის ჯიში გამოგიყვანიათ, მრავალსართულიანი სახლის საძირკვლად, რომ ვარგა"-წერს ტატიანა ტატიანინა.
ახალი ურენგოის მერიაში კი კოსპუსის მცხოვრებლებს მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მათი საჩივარი განიხილეს, სახლის მდგომარეობა ნახეს და მშენებელ კომპანიას დაავალეს "ხარვეზის" გამოსწორება.
თავად კომპანიის ხელმძღვანელობამ კი ოფიციალური განცხადება გააკეთა: "მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, კორპუსის ქვეშ აღმოჩნდა გამდინარე წყალი, რომელმაც სახლის საძირკველი დააზიანა. ჩვენი გათვლებით "ხარვეზის" გამოსწორება წელს ვერ მოხერხდება, რადგან ჩვენი ტექნიკა და პერსონალი დაკავებულია მშენებლობებზე. მალე ზამთარიც დადგება და გვინდა თუ არ გვინდა, სამუშაოები გადაიწევს მომდევნო წელიწადში".





0
262
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
262