x
მეტი
  • 16.12.2019
  • სტატია:97399
  • ვიდეო:344213
  • სურათი:459428
კომპანია "ფეისბუქი" , პლასტმასის ბოთლების გამოყენებას კრძალავს საკუთარ ოფისებში
image

ამ გადაწყვეტილებით Facebook-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია გახდა, რომელიც პლასტმასის გამოყენებაზე უარს ამბობს.

კომპანია Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით თავის ოფისებში წყლის ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების გამოყენებას აკრძალავს. ამის ნაცვლად თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცეებში წყლის ჩამოსასხმელ აპარატებს დააყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პლასტმასისგან წარმოებისგან და მისი ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების შესახებ ფართო საინფორმაციო კამპანიების შემდეგ, ბევრი დიდი კომპანია, მაღაზია და სპორტული დარბაზი უარს ამბობს მომხმარებლებისთვის წყლის პლასტმასის ბოთლების მიწოდებაზე, ამის ნაცვლად კი სთავაზობენ შუშის, ალუმინის ან ქაღალდის მუყაოს ჭიქებს.


ასეთი აკრძალვა აგვისტოში სან-ფრანცისკოს აეროპორტში შემოიღეს, სადაც ყოველწლიურად გაყიდული წყლის პლასტმასის ბოთლების რაოდენობა 4 მილიონს აჭარბებდა.

0
19
2-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0