x
ქალი საჯაროდ გაროზგეს, ვინაიდან იგი ქორწინების გარეშე სექსით დაკავდა
ინდონეზიის პროვინცია, სახელად აჩე, ცნობილია უმკაცრესი მუსულმანური წეს-ჩვეულებებით. აჩეში ხელმძღვანელობენ შარიათის კანონებით და დასჯადად აცხადებენ ერთსქესიანთა სექსს, ქორწინების გარეშე სექსუალურ კავშირსა და მოწევას.


აჩეში საკუთარი წესების დასაცავად დასაჯეს ქალი, რომელსაც სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ქორწინების გარეშე. იგი აიძულეს ტრადიციის შესაბამისად მშვიდად მჯდარიყო სცენაზე, ხოლო სამი მამაკაცი, რომლებიც აგრეთვე მსგავსი დანაშაულის ჩადენაში იყვნენ ბრალდებულნი, მას ფეხზე მდგომნი უყურებდნენ, თუ როგორ როზგავდა მას ბამბუკის წკეპლით სხვა ქალი.

image

ნაცემი “დამნაშავე" სცენიდან ორი პოლიციელი ქალის ესკორტით ჩააცილეს. სურათებზე აღბეჭდილია, თუ როგორ დამცირებულად გრძნობს ის თავს.


imageimageimageimage



აღსანიშნავია, რომ ინდონეზიელი კანონმდებლები აჩეს წეს-ჩვეულებების საკანონმდებლო აქტად ჩამოყალიბებას ემხრობიან და მიიჩნევენ, რომ კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ამოქმედდეს.


კანონი, რომლის პროექტიც უკვე არსებობს, და მომავალი კვირისთვის იქნება მიღებული, ერთ წლამდე პატიმრობით სჯის ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს, ხოლო ქორწინების გარეშე ერთად მცხოვრებ წყვილს 6 თვიანი პატიმრობით ემუქრება. აკრძალულია აგრეთვე კონტრაცეფციის მიღებაც. ხოლო აბორტი 4 წლამდე პატიმრობით ისჯება. კანონი ვრცელდება ყველაზე, მათ შორის 18 წლამდე ასაკის პირებზეც.


უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ახალი რეგულაციები შეეხება აგრეთვე უცხოელებსაც, რომლებიც ინდონეზიას სტუმრობენ, მათ შორის სხვა მრწამსის ადგილობრივებს. კითხვაზე, დაისჯებიან თუ არა ტურისტები პატიმრობით, იმ შემთხვევაში, თუკი კანონს დაარღვევენ, ინდონეზიელი კანონმდებლები პასუხობენ, რომ პრობლემა არ არ შეექმნებათ მანამ, სანამ მათ შეზღუდვის შესახებ არ ეცოდინებათ.


ინდონეზიელი მკვლევარი Andreas Harsono ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონი დიდ ზიანს მიაყენებს ქალთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.


არასამთავრობოები თვლიან, რომ კანონი საზიანო იქნება მილიონობით ადამიანისთვის, ვინაიდან სტატისტიკურად ინდონეზიის მოსახლეობის 40%-ს აქვს სექსი ქორწინებამდე.

0
603
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0