სხვა ჟურნალისტი მიცვალებულს დაუკავშირდა და....არ უპასუხა(ვიდეო) 2019, 19 სექტემბერი, 14:25 დაუჯერებელი კურიოზი მოხდა ამერიკულ ტელარხ KTLA-ზე, რა დროსაც ჟურნალისტმა სარა უელშმა (Sara Welch)რეპორტაჟის დროს განაცხადა, რომ დაუკავშირდა ავტოავარიაში დაღუპულს, მაგრამ არ უპასუხა. "ჩვენ ვეცადეთ დავკავშირებოდით მამაკაცს, რომელიც დევნის დროს დაიღუპა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ"-განაცხადა ჟურნალისტმა. ამ კურიოზმა გააოცა და თანაც გვარიანად აცინა როგორც ტელემაყურებლები, ასევე სოციალური ქსელის მომხმარებლები. სიუჟეტში საუბარი იყო 50 წლის მამაკაცზე ანაჰაიმიდან, რომელიც პოლიციას ავტომობილით გაურბოდა, დევნის დროს მამაკაცი ავტოავარიაში მოყვა და დაიღუპა. ჟურნალისტმა იაშარ ალიმ, რომელმაც "ტვიტერზე" გააზიარა ვიდეო, განაცხადა, რომ კინაღამ სიცილით გაიგუდა, როდესაც მოისმინა რეპორტაჟის ფორმულირება.
291 5-ს მოსწონს
|