x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343123
  • სურათი:457721
გამოთვალეთ თქვენი კარმული ვალი და გაიგეთ ვინ იყავით წარსულში

სულის არსებობის დამტკიცება არავის შეუძლია, თუმცა კარმის არსებობა ბევრს სჯერა. ზოგჯერ, რაღაც სისულელის ჩადენისას, თითქოს ვგრძნობთ როგორ გვეწინააღმდეგება სამყარო, მომხდარის შემდეგ კი სინანული და სინდისის ქენჯნა გვიპყრობს. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ სრულიად უცნობ ადამიანს ვეხმარებით მისი თხოვნის გარეშე. ყველაფერ ამას ეზოთერიკოსები კარმის არსებობით ხსნიან.image

კარმული ვალი

ნუმეროლოგიის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის ბედი წინასწარაა განსაზღვრული და მისი გაგება კარმული რიცხვის გაგებით შეგვიძლია.

კარმული რიცხვის გაგება რთული არაა, უნდა აიღოთ თქვენი დაბადების დღის რიცხვი, დაუმატოთ თვის რიცხვი და შემდეგ თქვენი დაბადების წლის რიცხვის თითოეული ციფრი დაუმატოთ.

მაგალითად, თუ ადამიანი 2001 წლის 11 თებერვალს დაიბადა, მისი კარმული რიცხვი ასე გამოითვლება: 11 + 2 + 2 + 1 = 16.

როგორც ხედავთ, კარმული რიცხვის გამოთვლა სულავ არაა ძნელი, მაგრამ როგორ მოვიქცეთ შემდეგ? აქ უკვე ნუმეროლოგია გვეხმარება, რომელიც რიცხვის მნიშვნელობებს ხსნის და გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ ვინ იყო ადამიანი წარსულში.

თუ ამ რიცხვებში თქვენი კარმული რიცხვი ვერ აღმოაჩინეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კარმული ვალი არ გაქვთ და თავად განკარგავთ თქვენს ბედს. აკეთეთ სიკეთე, იმუშავეთ საკუთარ თავზე და ყველაფერს მიაღწევთ.

პირველი დონე

ამ ადამიანებს ჩვეულებრივი მიწიერი საქმეების კეთება უწერიათ. ყველა მცდელობა, შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ, კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ შეეშვით საკუთარ თავში ჩაღრმავებებს და ცდებს.


11- დიდი ალბათობით წარსულში დანაშაული ჩაიდინეთ ან ახლობელ ადამიანებს უღალატეთ. ამიტომ, ცხოვრებისეულ გზაზე ბევრი დაბრკოლება გელით. საიმედო ადამიანების პოვნა გაგიძნელდებათ.

12-ცნობილი ინტრიგანი იყავით და ახლა საკუთარი ქცევებისთვის პასუხს აგებთ. ნუღარ გაებმებით ინტრიგის ხლართებში. თავი აარიდეთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ეს წარმატებას არ მოგიტანთ. ოჯახში შესაძლოა დაძაბაულობა და კამათი.

17-წარსულში ღატაკი ადამიანი იყავით, უამრავი მავნე ჩვევებით. ამჯერად მარტო არ დარჩებით და ცხოვრებასა და კარიერაშიც წარმატება თქვენი მეგზური გახდება.

image

მეორე დონე

ამ ადამიანებს ხშირად ბაძავენ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებასა და სრულყოფას.

20-წარსულში მდიდარი იყავით, მაგრამ სიმდიდრე უპატიოსნო გზით მოიხვეჭეთ. მოგიწევთ ამჯერად ადამიანების სიყვარული განივითაროთ და გამუდმებულ ცხოვრებისეულ სიძნელეებს ებრძოლოთ.

21-წარსულში ბევრს შრომობდით და მხოლოდ ერთი ადამიანის ერთგული იყავით. კარგი კარმა გაქვთ და წარმატება არ მიგატოვებთ. მართალია ისედაც იშვიათად ისვენებთ, მაგრამ თუ უფრო მოუკლებთ სიზარმაცეს, ყველა წამოწყებაში წარმატებას მიაღწევთ.

22-წარსულში უბედური ადამიანი იყავით საშუალო ფენიდან, რომელიც ქურდობით ირჩენდა თავს. ამჟამად კი თქვენი მიმნდობი ხასიათით და სიკეთით სხვები სარგებლობენ ბოროტად, ამიტომ ფრთხილად იყავით.

23-წარსულში ძალიან ლამაზი, მაგრამ მარტოხელა ქალი იყავით. ახლა ბედი თქვენს მხარესაა და მონდომების შემთხვევაში კარგი კარიერის აწყობა შეგიძლიათ.

image24-წარსულში ხელოვნებით იყავით დაკავებული და მყარი ოჯახის წევრს წარმოადგენდით. თუ ბოროტებას არ ჩაიდებთ გულში, თქვენი ცხოვრების გზა მსუბუქი და ბედნიერი იქნება.

25-კეთილშობილი წრის ქალბატონი იყავით, რომელიც იძულებით დააქორწინეს. ახლა შანსი გაქვთ წარსულზე ისწავლოთ და ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ.

26-სავარაუდოდ ექიმი იყავით, რომელიც საბედისწერო შეცდომებს უშვებდა. ამ ცხოვრებაში ბევრი იმედგაცრუება გელით. გარშემომყოფები თქვენს მოტყუებას შეეცდებიან, ამიტომ ფრთხილად იყავით.

27-მეცნიერი ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იყავით, თუმცა თავი ვერ გამოიჩინეთ. სამაგიეროდ, ბედნიერი ქორწინება გქონდათ.ახლა წარმატება თქვენს მხარესაა. ამაში თქვენი გულმოდგინება და ინტელექტიც დაგეხმარებათ.

28-წარსულში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეთ საყვარელი ადამიანის გამო. მშვიდი ცხოვრება არც ახლა გაქვთ. გამუდმებით გსურთ, რომ წინ აღუდგეთ არა მარტო საზოგადოებას, არამედ თითოეულ შემხვედრს.

29-ადრე არც ისე პატიოსანი ვაჭარი იყავით, ამიტომ ახლა უამრავი გამოცდა გელით. არასანდო ადამიანებთან ხშირად მოგიწევთ ურთიერთობა. შეეცადეთ მალე იპოვოთ მონათესავე სული, თორემ მარტოობით დაიტანჯებით.

image

მესამე დონე

ამ ადამიანებმა სხვებს უნდა ასწავლონ და თავისი ცოდნა გაუზიარონ. ამიტომ, თავადაც უნდა დაუთმონ დრო განათლებას.

30-წარსულში მძიმე დამოკიდებულებით იტანჯებოდით (ალკოჰოლი ან ნარკოტიკი) და თან შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობდით. თქვენი ბედნიერება ახლა თქვენს ქცევებზეა დამოკიდებული, ამიტომ იფიქრეთ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც.

31-წარსულში მუსიკოსი ან მსახიობი იყავით, ამ ცხოვრებაში კი გაქვთ შანსი რომ საზოგადო მოღვაწე გახდეთ. თუმცა, პირად ცხოვრებაში ბედნიერება რთულად მისაღწევია.

32-მოგზაური იყავით, რომელმაც ოჯახი ვერ შექმნა. ამჟამად კარგი შანსები გაქვთ, რომ წარმატებული კარიერა მოიწყოთ. უამრავი მეგობარი გყავთ, მაგრამ სამომავლო გეგმებს ნურც მათ გაუზიარებთ, რომ წარმატებამ ზურგი არ გაქციოთ.

34-წარსულში მეომარი იყავით, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა. ოჯახი არ გყავდათ. ამჟამად, დაახლოებით 35 წლამდე, სირთულეებთან გამკლავება მოგიწევთ, შემდეგ კი ყველაფერი მოგვარდება და მატერიალურად უზრუნველყოფილი გახდებით.

image35-წარსულში სცენის ვარსკვლავი იყავით, თუმცა პირადში არ გაგიმართლათ. ამჟამად ღალატი და იმედგაცრუება გელით პოტენციური პარტნიორების მხრიდან. ოჯახში შესაძლოა ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები. მოერიდეთ ფულის გასესხებას, რადგან დიდი ალბათობით აღარ დაგიბრუნებენ.

36-წარსულში ციხის ზედამხედველი ან კატორღელი იყავით. ამ ცხოვრებაში ყველაფერს მარტომ, თქვენით უნდა მიაღწიოთ, ახლობლების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. თუ გულმოდგინებას გამოიჩენთ-გაგიმართლებთ.

37-წარსულში მოსიყვარულე დედის და დიასახლისის რეპუტაციით სარგებლობდით.ამჟამადაც პირად ცხოვრებაშიც ბედნიერება გელით და ბევრ კარგ მეგობარს შეიძენთ.

38-წარსულში მიყრუებულ მხარეში ცხოვრობდით და სოფლის მეურნეობას ეწეოდით. ამჟამადაც სხვადასხვა პრობლემებს აწყდებით ცხოვრების გზებზე, არასაიმედო მეგობრები გყავთ და ბიზნესშიც პრობლემებს ებრძვით.

39-თაღლითი ან აზარტული მოთამაშე იყავით, რომელსაც გამუდმებით უიღბლობა სდევდა. ამჟამად ძალიან დიდი ინტელექტით გამოირჩევით, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ.

image

მეოთხე დონე

ამ ადამიანებს განსაკუთრებული როლი აქვთ-ისინი სულიერი ლიდერები და მრჩეველები უნდა გახდნენ ბევრისთვის.


40-წარსულში ლიტერატურული საქმიანობით იყავით დაკავებული და სასიყვარულო საქმეებშიც წარმატებები არ გაკლდათ. მაგრამ ამჟამად ნაკლებად გიმართლებთ:პრობლემები გარშემომყოფებთან, ფულის უკმარისობა. ბევრ შემთხვევაში ეს თქვენი ეგოიზმის და ადამიანებთან კონტაქტის სურვილის არქონის გამო ხდება.

41-წარსულში მომხიბვლელი ქალი იყავით, რომელმაც უამრავი მამაკაცის გული დაიპყრო. ამჟამად საზოგადოებაში კვლავ წარმატებებს აღწევთ, თუმცა სასიყვარულო საქმეებში პრობლემები გაქვთ.

42-წარსულში მოსიყვარულე მამაკაცი იყავით, რომელიც ღრეობებს აღმერთებდა და ამის გამო მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა. ამ ცხოვრებაში ნებისმიერ საქმიანობაში წარმატება გელით, საწინააღმდეგო სქეისი წარმომადგენლებთან სასიყვარულო ურთიერთობების გარდა.

43-წარსულში დანაშაულისთვის დაგსაჯეს. ამჟამად კი ძველი ცოდვების გამოსყიდვაში ხართ. მრავალ სირთულეებს აწყდებით. რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებთ, უფრო მალე გაისუფთავებთ კარმას.

44-წარსულში ფულის ფლანგვა გიყვარდათ და ამას მეუღლის ღალატიც დაემატა. ამჟამად თავად თქვენ ხართ ღალატისკენ მიდრეკილი, რასაც უამრავი უსიამოვნება მოსდევს. განვითარებული ინტუიცია გაქვთ.

45-წარსულში უიღბლო ადამიანის სახელი გქონდათ, თუმცა ძალიან კეთილი და დამყოლი იყავით. ამ ცხოვრებაში თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ. ყველაფერი თქვენს შრომისმოყვარეობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ მოინდომებთ ყველაფერი გამოგივათ.

46-წარსულში ძალიან პოპულარული და ყველასთვის საყვარელი ადამიანი იყავით, გმირულმა სიკვდილმა კი პატივისცემაც მოუტანა თქვენს სახელს. ამ ცხოვრებაში სირთულეები არ გაქვთ, მაგრამ ანგარიშით ქორწინებას მოერიდეთ.ეს თქვენს ცხოვრებას დაანგრევს.

47-სექტის მეთაური, მონაზონი ან განდეგილი-აი, ვინ იყავით წარსულში. ახლა ხმაურიან წვეულებებს აღმერთებთ და იქით მიიჩქარით, სადაც ბევრი ხალხია, თუმცა არაგულწრფელობას და ღალატს ხშირად აწყდებით.

48-მჭიდრო კავშირი გქონდათ იარაღთან. ამ ცხოვრებაში მაღალი ინტელექტით გამოირჩევით და ფული გიზიდავთ. ლიდერის თვისებები გაქვთ. წარმატებას მიაღწევთ სპორტში ან პოლიტიკაში.

49-ხარსულში ხშირად გიწევდათ ხალხის წინაშე გამოსვლა და ცნობილი იყავით. ამ ცხოვრებაში კი წარმატება არ განაღვლებთ, მშვიდი და მოზომილი ცხოვრება უფრო გიზიდავთ.

image


0
528
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0