x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მორიდებულმა ინდონეზიელმა ბიჭმა ინტერნეტით გაიცნო გოგონა, რომელიც შეუყვარდა და ცოლობა სთხოვა, დაქორწინების მერე კი მოხუცი შერჩა ხელთ

image ახალგაზრდა და მორიდებულმა ინდონეზიელმა ბიჭმა ჯოზეფმა სცადა ბედი გაცნობის საიტზე ეცადა. მალე გაიცნო ახალგაზრდა ტაივანელი გოგონა. გაჩაღდა მიმოწერა, ახალგაზრდებმა სურათები გაცვალეს.
მაგრამ რეალურად დაენახა შეყვარებულის სახე ჯოზეფმა ვერ შესძლო, გოგოს მუდამ ჰქონდა არგუმენტები რათა საკუთარი თავი არ ეჩვენებინა შეყვარებული ბიჭისათვის სკაიპის დახმარებით.
თუმცა როცა ჯოზეფმა დაჟინებით სთხოვა, გოგომ სახეზე ნაჭერაფარებულმა ისაუბრა ჯოზეფთან და სახის დაფარვა ისლამის რელიგიის მიერ დაწესებულ შეზღუდვას დაუკავშირა, რაც შეყვარებულმა და მიამიტმა ბიჭმა დაიჯერა.
ერთხელ კი ჯოზეფს შეყვარებულმა შეტყობინება გამოუგზავნა, სადაც ეწერა, რომ გოგონას მშობლები მდიდარ, მაგრამ ასაკოვან კაცზე ათხოვებდნენ და იძულებული იყო სახლიდან გაქცეულიყო. ჯოზეფმა შესთავაზა სასწრაფოდ დაქორწინება, რაზეც გოგონაც დათანხმდა.
ჯოზეფმა ფული გაუგზავნა გოგოს თვითმფრინავის ბილეთისათვის და დაიწყო მომზადება ქორწილისათვის.
როცა ჯოზეფის შეყვარებული ჩამოფრინდა, ჯოზეფი მას აეროპორტში დახვდა, გოგონას სახე ამჯერადაც დაფარული ჰქონდა და მხოლოდ თვალები უჩანდა.
ხელმოწერის ცერემონიალიც და ქორწილიც ისე ჩატარდა პატარძალს სახე არ გამოუჩენია.
ქორწილის მერე "პირველი ღამისათვის" მზადებისას პატარძალს ბუნებრივია სახის გამოჩენამ მოუწია, მის დანახვაზე კი შეშინებულმა ჯოზეფმა ისეთ ხმაზე იყვირა, მთელი ოჯახი ტრადიციის დარღვევის მიუხედავად ნეფე-პატარძლის ოთახში შევარდა.
ახალგაზრდა და ლამაზი გოგონას ნაცვლად, ხელთ შერჩათ უშნო და ჟოზეფზე ასაკით ბევრად უფროსი ქალი.
როგორც აღმოჩნდა ქალი ინტერნეტიდან ამოღებული ლამაზი გოგონას სურათებს უგზავნიდა საკუთარი სურათების ნაცვლად, თან სურათები ეკუთვნოდა-მოდელ გოგონას.
ქორწილიდან რამდენიმე დღეში კი ვინაიდან ქორწილი თაღლითური გზით იქნა ჯოზეფისთვის თავს მოხვეული, წყვილი ოფიციალურად განქორწინდა და უკვე ყოფილ პატარძალს საკუთარი ფულით ნაყიდი ბილეთით მოუწია უკან დაბრუნება, თან ქორწილისას ნაჩუქარი ყველა ძვირფასეულობა და ნივთი ჩამოართვეს.
სწორედ ამ სურათით მოატყუა ასაკოვანმა ქალმა ჯოზეფი.
image ეს ასაკოვანი ქალი კი ცდილობდა ჟოზეფთან ოჯახის შექმნას, რაც მოახერხა კიდეც თუმცა სულ ორიოდე დღით.
image





0
419
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
419