სხვა რა უპირატესობა აქვს სიდაბლეს - სახალისო ფოტოკრებული 2019, 20 სექტემბერი, 12:30
სტატიაში შემოგთავაზებთ 19 სახალისო ფოტოს/გიფს დაბალი ადამიანების უპირატესობების შესახებ. გაერთეთ და ისიამოვნეთ!
1. დაბალ ადამიანს არ აქვს პრობლემა თვითმფრინავში ან მანქანაში ფეხის დასადებად საკმარის ადგილთან დაკავშირებით.2. რა თქმა უნდა, გრძელფეხიანი ადამიანები, რომლებიც მანქანაში წინა სავარძელზე სხდებიან და სკამის უკან მიწევა სჭირდებათ, ყოველთვის მადლობლები იქნებიან თქვენი, როცა საკუთარი ნებით უკანა სავარძელზე კომპაქტურად მოთავსდებით.3. შეგიძლიათ, მაღაზიებში პატარა ზომის ტანსაცმლის განყოფილებაში თავისუფლად იშოპინგოთ.4. ზოგჯერ კი ბავშვების განყოფილებაშიც შეგნიშნავდნენ (სადაც უფრო იაფადაც იყიდით ტანსაცმელს).5. არასდროს მოგიწევთ დარდი იმაზე, რომ შეიძლება თქვენს შეყვარებულზე მაღალი იყოთ.6. შეგიძლიათ, ჟოკეი გახდეთ - სიდაბლის გამო ამას მარტივად შეძლებთ.7. რადგანაც დაბალი გრავიტაციის ცენტრი გაქვთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საიდანმე ჩამოვარდეთ.8. თუ დაბალი ხართ, არასდროს გექნებათ საწოლზე ვერდატევის პრობლემა.9. თუ დაგჭირდებათ, პატარა ადგილებშიც კარგად მოთავსდებით.10. არასდროს მიარტყამთ თავს ჭერს (როგორც მარჯვნივ მდგომი უიღბლო გიფზე).11. "ლიმბოს" თამაშისას უპირატესობებით ისარგებლებთ და მაღლებს ადვილად დაამარცხებთ.12. სტატისტიკის მიხედვით, დაბალი ადამიანები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ.13. დაბალი ადამიანები უკეთ იგებენ და ხვდებიან რაღაცებს, ვიდრე მაღლები.14. მართალია, მაღალ ადგილას დადებული საგნების აღება გაგიჭირდებათ, მაგრამ მაღალი ადამიანები ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებიან.15. ყოველთვის შეგიძლიათ, გრძელი შარვალი დაამოკლოთ, თუმცა, მოკლე შარვლის დაგრძელება გაგიჭიდებათ. მაღლებს აქაც სჯობნით უპირატესობით.16. არასდროს მოგიწევთ იმაზე ფიქრი, რომ კინოთეატრში ვინმეს ეკრანი არ დაუფაროთ და ფილმის ყურებაში ხელი არ შეუშალოთ.17. ქაუჩსერფინგს კარგად გამოიყენებთ, რადგან ადვილად მოთავსდებით სავარძელზე დასაძინებლად.18. ხალხს უფრო პატარა ჰგონიხართ (განსაკუთრებით ადრეულ 20-იან წლებში).19. და ბოლოს - იცით, რომ ადვილად გამონახავთ საერთო ენას სხვა დაბალ ადამიანებთან.ფოტოზე დანიელ რედკლიფი: "მრცხვენოდა ჩემი სიმაღლის გამო, მაგრამ მერე ვიფიქრე - ჯანდაბას, მე ხომ ჰარი პოტერი ვარ".ასევე დაგაინტერესებთ:1.ექიმებსაც აქვთ იუმორის გრძნობა - სახალისო ფოტოკრებული 2. ეს ფოტოები აჩვენებს, რომ სამყაროში 2 ტიპის გოგონები არიან 3. მაღალი და დაბალი გოგონების პრობლემები - სახალისო ილუსტრაციები 196 4-ს მოსწონს
|