x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ინკლუზიური განათლება - პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან სკოლები

ინკლუზიური განათლება
ადამიანი უმაღლესი მიზანი და ღირებულებაა, შესაბამისად, ყველა სახელმწიფოს პრიორიტეტთა ნუსხაშია შეტანილი ადამიანის უფლებების მნიშვნელობა და მისი დაცვის მექანიზმები, ასევე თითოეული ადამიანის უფლება თანასწორი იყოს და თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს სწავლის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის. პირველი ეტაპი - სკოლაა. ამ საფეხურზე ადამიანი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად ცდილობს ცხოვრების ასპარეზზე გასვლას, მცირე ბრძოლების გამკლავებით, ნელ-ნელა გადადის დიდ ბრძოლებში, შემდგომ კი ომში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნა ცხოვრების საწყის ეტაპზე სახელმწიფოს დაეხმარება დაიცვას თავისი მოქალაქე ნებისმიერ სიტუაციაში მიუხედავად ასაკისა და შესაძლებლობებისა. ხშირად, საზოგადოება სტერეოტიპების ზეგავლენით უარს ამბობს კონკრეტულ ჯგუფთან ურთიერთობაზე. დღესდღეობით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ გაიზარდოს მიმღებლობა სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მონე მოსწავლეების მიმართ. ინკლუზია, ეს ის გზაა, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია თანაბარ პირობებში ჩააყენოს ტიპური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები და მისცეს თანაბარი შანსი ერთნაირი განათლებისა.

ინკლუზიური განათლება უკვე რამდენიმე წელია დაინერგა სკოლებში, თუმცა დღემდე ბევრი სკოლა სკეპტიკურად უყურებს ამის საჭიროებას. საჯარო სკოლები ის ასპარეზია, სადაც პირველ რიგში მიმდინარეობს სიახლეების დანერგვა. პირველი დაკვირვებების განხორციელებაც საჯარო სკოლების მაგალითზეა შესაძლებელი. რა შედეგები მოაქვს ინკლუზიური განათლების პროცესს? არის თუ არა რეალურად ინკლუზია გზა, რომელიც ტიპური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციას მოახდენს და თანაბარ პირობებს შეუქმნის? რა უპირატესობები აქვს ინკლუზიურ სწავლებას? რა პრობლემებია სკოლებში დღემდე და როგორ შეიძლება გადაწყდეს?

დღემდე, უამრავი კერძო სკოლა უარს ამბობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიღებაზე. მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს. პირველი სკოლის რეპუტაციაზე ზრუნვა და საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოსწავლეების მიღებაა. მეორე მშობელთა მზაობა მიიღონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე და ასწავლონ თავიანთ ძვირფას შვილებთან ერთად. მესამე, თავად მოსწავლეთა დამოკიდებულება, რომელიც ასევე უფროსების ზეგავლენითაა განპირობებული. კერძო სკოლებთან მიმართებით არ შემიძლია ავღნიშნო კეთილგანწყობილი გარემოს ფიზიკური ასპექტები, როგორც ძირითადი პრობლემები, ვინაიდან სურვილის შემთხვევაში ყველა კერძო სკოლა შეძლებს გამოყოს ბიუჯეტი ამ საკითხის მოსაგვარებლად.

სამწუხაროდ, იგივე პრობლემის გადაწყვეტა ბევრად უფრო რთულია საჯარო სკოლების მაგალითზე, თუმცა აქ უფრო ცდილობენ ყველა მოსწავლისათვის შექმნან გარემო, სადაც ყოველი მოსწავლე კომფორტულად იგრძნობს თავს და სადაც, შეძლებს დამოუკიდებლად საკუთარი პატარ-პატარა ბრძოლების გადალახვას. კეთილგანწყობილი ფიზიკური გარემოს შექმნა საკმაოდ რთულია და ორიოდე წელი სულაც არ არის საკმარისი. გაუმართავი ინფრასტრუქტურა, არაადაპტირებული საპირფარეშოები და პანდუსების არ ქონა - ეს ის ხელისშემშლელი ფაქტორებია, რაც შესაძლოა აბრკოლებდეს სპეციალური საგანმანათლებლობ საჭიროების მქონე მოსწავლეებს.

ის პრობლემები, რაზეც კერძო სკოლების მაგალითზე გამოვყავი აქტუალურია საჯარო სკოლებისთვისაც, თუმცა აქ უკვე მასწავლებლები სკეპტიკურად არ უყურებენ ინკლუზიურ სწავლებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მათში თავიდან გაჩენილ შებრალების გრძნობას აღარ იწვევს. ისინი თვლიან, რომ მონაწილეობას იღებენ თითოეული ადამიანის ინდივიდად და მოქალაქედ ჩამოყალიბებაში, რასაც განსხვავებული მიდგომებით ცდილობენ. თითოეულ ადამიანში არსებობს ნიჭი და არსებობს ტალანტი, რომელსაც იპოვი და განავითარებ ან საკუთარი ქმედებებით დათრგუნავ და ხაზს გადაუსვამ. მასწავლებლები, რომლებიც მოწადინებულები არიან, თანაბარ პირობებში ჩააყენონ საკუთარი მოსწავლეები, ყოველთვის გაამახვილებენ ყურადღებას თითოეულის მიმართულებასა და სურვილებზე, რომლითაც შეიძლება ითქვას აღმომჩენებადაც იქცევიან, რაც მათშივე იწვევს უდიდესი სიამაყის შეგრძნებას.

მშობლებთან დაკავშირებული პრობლემა, საჯარო სკოლებშიც საკმაოდ აქტიურად დგას, თუმცა აქ თვითონ კლასის დამრიგებლები და თითოეული პედაგოგი ცდილობს, რომ შიდა საკლასო ღონისძიებებით დაანახოს თითოეულს მათი აზრის არასწორობა.

მოსწავლეების დამოკიდებულება კი მასწავლებლის დამოკიდებულებასთანაა პირდაპირ კავშირში. მასწავლებლებს ხშირად უწევთ მინიმალური და მაქსიმალური ზღვარის დაწესება სწავლასა და ცოდნის მიღების პროცესში. ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა დეტალს, თანასწორი სასწავლო გარემოს მიუხედავად, ყველა მოსწავლე თანაბარი წარმატებით ვერ დასძლევთ მათივე ნიჭიდან გამომდინარე. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა შეძლოს ინდივიდუალურად თითოეული მოსწავლის უპირატესობებზე მუშაობა და აქედან გამომდინარე მიაღწიოს დათქმულ მაქსიმალურ ზღვარს, რომელიც ვიღაცისათვის შეიძლება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდეს, სხვისთვის კი შედარებით დაბალი. მოსწავლეებში, მსგავსი განსხვავება ხშირად გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ მასწავლებელმა უნდა სცადოს ოქროს შუალედის დაცვა, რომელიც დაეხმარება ერთნაირი დამოკიდებულებით ასწავლოს თითოეულ მოსწავლეს.

თითოეულმა ადამიანმა უნდა მეტი ვიფიქროთ შესაძლებლობებზე და არა შეზღუდვებზე. შესაძლებლობებზე კონცენტრირება მნიშვნელოვნად ცვლის თითოეული ადამიანის მიდგომას არსებული გარემოს მიმართ. სკოლა - ეს ის სივრცეა, რომელშიც უდიდესი რესურსი არსებობს და სწორად დაგეგმვის შემთხვევაში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება, აკადემიური მიზნების მიღწევ
ა და პოზიტიური ქცევის განმტკიცებაა შესალებელი. განათლება მუდმივი სწრაფვაა, კეთილსინდისიერი მოქალაქის ჩამოყალიბების, რომელიც თავის განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს საზოგადოებისა და ოჯახის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურული ცხოვრების განვითარებაში.

0
276
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინე ქაფიანიძე
ქრისტინე ქაფიანიძე
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0