x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95765
  • ვიდეო:343124
  • სურათი:457722
ცხვირის ოპერაციისას გარდაცვლილი გოგონას საქმრომ თვითდაზიანებები მიიყენა

image


რუსთავის საავადმყოფოში ცხვირის ოპერაციის დროს გარდაცვლილი 19 წლის სენაკელი გოგონას საქმრომ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავში მოქმედი რეგიონული მედიასაშუალებები ავრცელებენ.


“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა საქმრომ შეიტყო, ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. როგორც რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას საქმრომ განაცხადა, გოგონა ნარკოზის გაკეთებამდე თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობისათან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ ჰქონია.


გარდაცვლილი 19 წლის მარიამ სალაყაია წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ მენჯიდანაა, თუმცა იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და დროებით თბილისში, ბებიასთან ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონამ ცხვირის ოპერაციის რუსთავში გაკეთება, მეგობრის რჩევის საფუძველზე გადაწყვიტა.


“ბავშვი მოგვიკლეს, 19 წლის უმწიკლო ბავშვი. დაჩეხეს ბავშვი და მოკლეს. ცხვირის ძგიდის გამო ვერ სუნთქავდა და ამიტომ მოვიდა აქ”, – აცხადებს გარდაცვლილის ბებია ფლორა შენგელია.


მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

0
916
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
916
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0