x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ და როგორ აუმჯობესებს ბლოკნოტში წერა ადამიანის პროდუქტიულობას
image

საუკუნეების განმავლობაში ადამიანებმა საწერი საშუალებები ქვიდან და თიხიდან პაპირუსამდე და ეტრატამდე განავითარეს, მივიდნენ ქაღალდის გამოყენებამდე, დღეს კი ციფრულ ერაში ვართ და სამუშაოს ძირითად ნაწილს კომპიუტერებში ვასრულებთ.

მიუხედავად ამისა, რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც შეხვედრებსა თუ თათბირებზე მისთვის საინტერესო საკითხებს ბლოკნოტში არ ინიშნავს. მათ დიდ ნაწილს შესასრულებელი სამუშაოს სიაც ბლოკნოტში აქვს ჩამოწერილი და არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შესრულებული საქმის ხელის ერთი მოძრაობით მონიშვნა.


image



ციფრული ერის დაწყებასთან ერთად, გაჩნდა ვარაუდები, რომ ის საკანცელარიო ინდუსტრიის შესუსტებას, საბოლოოდ კი დასასრულსაც მოასწავებდა, თუმცა ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა მაგალითად, “მოლესკინი“ და „ჰუგო ბოსი“ საკანცელარიო მიმართულებით გაყიდვების სიმცირეს სულაც არ უჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი პროდუქცია პრემიუმ კლასისაა და Luxury-ის მიმართულებას ეკუთვნის, გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება. ადამიანებს სურთ, საქმიანი ჩანაწერები ძვირფას ბლოკნოტში პრემიუმ ხარისხის კალმით გააკეთონ, ეს ყველაფერი კი ამავე კლასის ჩანთით ატარონ. მთელი ეს პროცესი სასიამოვნო განცდებთან არის კავშირში.


image


გარდა ამ ფაქტორისა, ხელით წერა ჯანმრთელობასთან, გონებრივ განვითარებასთანაც არის დაკავშირებული, რის შესახებაც არაერთი კვლევა ჩატარებულა.

სხვადსხვა კვლევასა და უცხოურ მედიაზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, როგორ აუმჯობესებს საკანცელარიო ნივთების გამოყენება მუშაობისა და მეცადინეობის პროცესს:

საკუთარი ხელით მონიშნული უკეთ გამახსოვრდება

ბავშვობაში ყველას გვყავდა თანაკლასელი, რომელსაც ერჩივნა, გაკვეთილი ხელით გადაეწერა და ისე დაემახსოვრებინა. ეს შემთხვევით არ ხდებოდა ან რაიმე განსაკუთრებული ახირება არ ყოფილა. მკვლევართა ნაწილი ამტკიცებს, რომ წერა უკეთ დამახსოვრებასთან არის კავშირში.

სწავლისას ათასობით ფრაზას ვკითხულობთ, საიდანაც შეიძლება, ნახევარი გამოუსადეგარი იყოს, ამ ყველაფრის გაცხრილვა კი გონებას ხანდახან უჭირს. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭირო და დასამახსოვრებელი ინფორმაციის ხელით მონიშვნა დამახსოვრების შანსს უფრო ზრდის, ვიდრე მისი კლავიატურაზე აკრეფა.


image


ხელით მონიშვნის კმაყოფილება

ბლოკნოტში ჩამოწერილი ე.წ To do list ანუ შესასრულებელი საქმეების სია შეიძლება, ძალიან ვრცელი გეჩვენებოდეს, მაგრამ თითოეული საქმის გვერდით დასმული ნიშანი, რომ ის უკვე შეასრულე, გარკვეულწილად გაძლევს მოტივაციას, შემდეგიც გააკეთო, იგივე ნიშანი დასვა და ამით გამოწვეული კმაყოფილება იგრძნო.

საკანცელარიო ნივთები კრეატიულობასა და ინსპირაციას ახალისებს

„კრეატიულობა ადამიანებს საშუალებას აძლევს, ეფექტურები გახდნენ“, - ეს სიტყვები ეკუთვნს ბილ გეითსს, პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი კომპანიის თანადამფუძნებელსა და მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადამიანს, რომლის ქონებაც 105 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


image


მნიშვნელობა არ აქვს, რა გხდით უფრო კრეატიულს, მთავარია, მასთან წვდომა გქონდეთ. ხელით წერის პროცესი კოგნიტურ პროცესებზე ზეგავლენას ახდენს. ხელით უფრო ნელა წერ, ვიდრე კლავიატურაზე, შედეგად, უფრო კარგადაც გამახსოვრდება და მეტი შანსია, ამ პროცესში ახალი იდეები დაგებადოს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად (http://eprints.lse.ac.uk/69182/), კლავიატურაზე წერისგან განსხვავებით, ხელით წერა უფრო ემოციურ პროცესებთან არის დაკავშირებული და დაწერილის გააზრებაში უკეთ უწყობს ხელს.

ხარისხიანი საკანცელარიო ნივთებით მუშაობის კმაყოფილება

საკუთარი ნამუშევარით კმაყოფილება საქმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ცხადია, ეს მუდმივ და გაუაზრებელ თვითკმაყოფილებაში არ უნდა გადაიზარდოს, მაგრამ კარგად შესრულებული საქმე მოტივაციას გაძლევს, მომდევნო უფრო უკეთ გააკეთო.

ეს პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება, როცა შესაბამისი სამუშაო გარემო გაქვს შექმნილი. თუ იმ ადამიანებს შორის ხარ, ვისი საქმის განუყრელი ნაწილი საკანცელარიო ნივთებია, მაშინ მოთხოვნაც გექნება, რომ ისინი უმაღლესი სტანდარტებით იყოს დამზადებული.


image


ჩვენს ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს იტალიური ბრენდის „მოლესკინის“ საკანცელარიო ნივთები, როგორც ბლოკნოტები, ისე კალმები, ჩანთები, ორგანაიზერები (ყველა ნივთს სჭირდება თავისი ადგილი) და ბლოკნოტები. „მოლესკინმა“ პოპულარობა თავისი ვიზუალისა და ხარისხის გამო მოიპოვა. მაღალი ხარისხის ტყავის ყდები და დახვეწილი დიზაინი მას გამორჩეულობას ანიჭებს. ამასთან, კომპანია ყოველთვის ბიოდეგრადირებად და ლიმიტირებულ კოლექციას აწარმოებს. მაგალითად, ბლოკნოტების ნაწილი, რომელიც „ბიბლუსის“ ქსელშია წარმოდგენილი, მხოლოდ 9 999-იანი ტირაჟით არის დაბეჭდილი.

წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ განმარტავენ, რომ პრემიუმ კლასის ეს ბრენდი მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ გადაწყვიტეს წელს მათთვის საჩუქარი გაეკეთებინათ და ორი ან მეტი ნივთის შეძენის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის საშუალება მიეცათ.

ორგანიზებულობა

რა თქმა უნდა, შეგიძლია, ძალიან ორგანიზებული კომპიუტერის Desktop გქონდეს, ყველაფერი სხვადსხვა საქაღალდეში თემატურად გადაანაწილო, მაგრამ ხანდახან სასიამოვნოა, როცა რაღაცას ფიზიკურად ორგანიზებულს ხედავ, როცა შეგიძლია, შეეხო და ისე გაასწორო, როგორც თავად გინდა ან უბრალოდ, ხაზი გადაუსვა და თავიდან დაწერო (ესეც სასიამოვნო პროცესია).




0
32
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0