x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96535
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458422
„ვანოს შოუს“ ნაცვლად რუსთავი 2-ზე იუმორისტული შოუს წამყვანი ნიკა არაბიძე იქნება
image


ვანო ჯავახიშვილის ადგილს რუსთავი 2-ზე კომედი ჯგუფის კიდევ ერთი პოპულარული და აქტიური სახე ნიკა არაბიძე დაიკავებს, რომელიც იუმორისტული შოუს წამყვანი იქნება. გადაცემა ეთერში კვლავაც ყოველ პარასკევს 22:00 საათზე გავა და მას „ნიკას შოუ“ ერქმევა. გადაცემის ანონსი რუსთავი 2-ის ეთერში უკვე ტრიალებს.


გადაცემის ფორმატის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ „ვანოს შოუს“ ანალოგი იქნება.


რუსთავი 2 ასევე გეგმავს სულ მალე ეთერში ჩაეშვას კიდევ ერთი იუმორისტულ-გასართობი შოუ, რომელიც რამდენიმე თვის დაწყებულია. „გვიანი შოუ“ მანამდე ნიკა გრიგოლიასა და ილო ბეროშვილს მიჰყავდათ, თუმცა ორივე მათგანი „მთავარ არხზე“ გადავიდა. ამდენად, უცნობია, ამჯერად ამ შოუში მათ ადგილს რომელი მსახიობები დაიკავებენ, თუმცა „გვიანი შოუ“ მალე კვლავ რუსთავი 2-ის ეთერში რომ გავა ამის შესახებ სატელევიზიო ეთერში განთავსებული ანონსებიდან ვიგებთ.



მომავალი კვირიდან ყოველ ორშაბათს 22 საათზე ია ფარულავას ფარული კონვერტი ეთერს დაიკავებს, სამშაბათს კი 22 საათზე კვლავაც კომედი ჯგუფის მიერ მომზადებული „გააცინე და მოიგე“ იქნება, რომლის ახალი გადაცემები უკვე ჩაწერილია.


28 სექტემბერს 22 საათზე კომედი შოუს ახალი სეზონი დაიწყება და ცნობილია, რომ არხიდან წასული რამდენიმე მსახიობი კვლავ კომედი ჯგუფს შემოუერთდა, ასევე კომედი შოუში გადავიდა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ–ერთი პოპულარული მსახიობიც.


სხვადასხვა დროს რუსთავი 2-დან გაურკვეველი მიზეზებით წასული მსახიობები „კომედი ჯგუფს“ უერთდებიან. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პოპულარული მსახიობები: ეკა აბშილავა და სიკო ჭუმბურიძე, რომლებიც „კომედი შოუს“ ერთ–ერთი ძველი სახეები არიან, რუსთავი 2-ზე დაბრუნდნენ. ისინი განახლებულ „კომედი შოუში“ გამოჩნდებიან. ამის შესახებ მიშა ანდღულაძემ განაცხადა. აბშილავა და ჭუმბურიძე კომედი ჯგუფის სამუშაო თათბირს უკვე ესწრებოდნენ.


კომედი შოუში დაბრუნებული იუმორისტი სიკო ჭუმბურიძე განმარტავს, რომ ენერგიულად და შემართებით დაუბრუნდნენ საქმეს. მისი თქმით, აქცენტს ახალი პერსონაჟების შექმნაზე გააკეთებენ.


მიშა ანდღულაძეს სურს, რომ ხაზგასმით დააფიქსიროს და დიდი წარმატებებები უსურვოს „მთავარ არხს“, რადგან ერთი გუნდია და ისინი ემსახურებიან იუმორს.


კომედი შოუს გუნდი განმარტავს, რომ ახალ სეზონს სავარაუდოდ 21 სექტემბრისთვის დაუბრუნდებიან.


შეგახსენებთ, დღესვე ემოციური პოსტი მიუძღვნა გვარამიამ არხზე დარჩენილებს. ნიკა გვარამია რუსთავი 2-ში დარჩენილების რეაქციამ აღაშფოთა და ემოციური მიმართვა სწორედ ყოფილი თანაგუნდელების მისამართით გამოაქვეყნა.


რუსთავი 2-ში მყოფებს:


კარგი, 7 წელი რო დედა მოვიტყანი თქვენთვის, გკიდიათ, მარა

სირცხვილი მაინც არ გაქვთ, თქვენი დაშლილი არხი რო არ გადავხნათ, ამისთვის მეტის მოხერხება რომ ვერ შეძლეს, ხალხს რომ იჭერენ?


არ გრცხვენიათ სუსის და პროკურატურის ზონდერი დირექტორი და ვიღაც ორი ყლე რო გმართავთ?


არ გრცხვენიათ, ჩემი დაჭერის გარანტიით მოთრეული ნიუსის უფროსის (მანამდე რომ ჩაისვარა და ახლა ამით დაამშვიდეს)?


ვაფშე სად გახვედით, რა განზომილებაში? ან სულ თუ იქ იყავით, 7 წელი რანაირად ემსახურებოდით იმ ფასეულობებს, რომელსაც ემსახურეთ?!


მე მრცხვენია ნამდვილად, რომ ამას ვერ გამჩნევდით და თვალებანთებული ვიბრძოდი თქვენთან, როგორც თანამებრძოლებთან ერთად, “ - წერს გვარამია.

1
1074
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1074
  
19 სექტემბერი, 13:27
ემოციური კი არა გაუზრდელია ჩვეულებრივი.მრცხვენია საერთოდ ქართველი რომ არის
0 1 1