x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95764
  • ვიდეო:343123
  • სურათი:457721
კოკა-კოლას თანამშრომელი, რომელმაც სალაროდან 133 000 ლარი მოიპარა, დაკავებულია

image


შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სს „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, მოპარული თანხა სრულად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - ავცხადებენ შსს-ში. გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

1
347
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
347
  
24 სექტემბერი, 0:17
ჭყონია შეგირცხვა ცხვირი, მაგ ხურდების გულიზე ადამიანს აჭერინებ?????
0 1 1