x
მეტი
  • 08.04.2020
  • სტატია:101017
  • ვიდეო:345711
  • სურათი:463807
53 წლის ჰოლივუდის "ველური" ვარსკვლავი თითქმის არ იცვლება...

ჰოლივუდის "ველური ვარსკვლავი" კვლავ ყურადღების ცენტრშია. ის 53 წლისაა, მაგრამ მის სილამაზეს თითქმის არაფერი მოჰკლებია. საუბარია სელმა ვალგარმა ჰაიეკ ხიმენეზ პინოლტზე, უფრო მოკლედ სელმა ჰაიეკზე - გოგონაზე, რომელიც ყოველთვის განსხვავდება ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებისგან.


image





წელს სელმა ჰაიეკი 53 წლის გახდა. როგორც ჩანს, გასული წლები მას ვერ ამარცხებს და ის კვლავ შესანიშნავ ფორმაშია.

image1995 წელს გადაღებული ფოტო





სალმა დაიბადა 1966 წლის 2 სექტემბერს მექსიკის ქალაქ კოაცაკოალკოსში. იგი მექსიკელთაგან ჰოლივუდის ყველაზე წარმატებული მსახიობია კარმენ მირანდას შემდეგ. სალმა ჰაიეკი 2002 წელს ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ფილმში „ფრიდა“.

image




23 წლის ასაკში სალმა ჰაიეკმა როლი მიიღო მექსიკურ ტელენოველაში „ტერეზა“ (1989). ამ სერიალის ხარჯზე მოიპოვა ეროვნული ვარსკვლავის სტატუსი. მოგვიანებით, 1994 წელს ითამაშა მექსიკურ ფილმში „ხეივნის საოცრება“. ამ როლისთვის მიენიჭა მექსიკის კინოპრემია „არიელის ჯილდო“. ამერიკის შეერთებულ შტატებში სალმა ჰაიეკი როგორც ემიგრანტი, გამოჩნდა. მისი კარიერის გაბრწყინება ზუსტად ამ ქვეყანაში დაიწყო...

image





სელმამ კარიერა მცირე როლებით დაიწყო, თუმცა შემდეგში ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი ვარსკვლავი გახდა. მან მიიღო მონაწილეობა ფილმებში: „სასოწარკვეთილი“, „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, „აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია“, „ველური, ველური დასავლეთი“, "ერთხელ მექსიკაში", "ფრიდა" და სხვები...

image





ეს ფოტო კანის კინოფესტივალზე არის გადაღებული - 1997 წელი.


image




სელმა ჰაიეკი 2000 წელს...

image





კადრი 2011 წელს გადაღებული ფილმიდან - "პეპლების დროება"

image





წარმატებულ კინოკარიერასთან ერთად, სალმა პირად ცხოვრებაშიც შესანიშნავი პიროვნებაა. ქალბატონი არასოდეს ყოფილა ქედმაღალი და ამპარტავანი. ის ერიდება ასევე ჟურნალისტებსაც. როგორც მამაკაცებში კიანუ რივზი, ქალბატონებში სალმა კეთილსინდისიერებით გამოირჩევა. სელმა დაქორწინებულია ფრანსუა ანრი პინოსთან, რომლისგანაც ერთი შვილი ჰყავს. სელმა ჰაიეკის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია ჰოლივუდის კიდევ ერთი მეგავარსკვლავი პენელოპე კრუზი.

image




წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს სელმას ალბომიდან...


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage














აი ასე გამოიყურება დღეს 53 წლის სელმა ჰაიეკი

image























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ყველაზე გრანდიოზული და შთამბეჭდავი ბიბლიოთეკები მსოფლიო მასშტაბით

image





ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( შეჯამება)

image





"ყველაზე ბინძური პორნო" - პორნოსაიტმა ოკეანეების დაბინძურებისგან დასაცავად ფილმი გადაიღო

image





17 ფოტო, რომელიც გულს კლავს - ნასას და ფოტოგრაფების კადრები ამაზონიდან

image





საიდან“, როგორ? აღმოჩენილია მინერალი, რომელიც დღემდე არავის უნახავს!

image






0
967
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
967
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0