x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95765
  • ვიდეო:343124
  • სურათი:457721
ბიძინა ივანიშვილის ქონება

image

ჟურნალმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 229-ე ადგილს იკავებს. Forbes-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება გასულ წელთან შედარებით 1, 1 მილიარდი დოლარით შემცირდა.

მსოფლიო მილიარდერების რეიტინგში, საქართველოს პრემიერის ქონება 5, 3 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. 2012 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6, 4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.



''ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის ოქტომბერში გახდა საქართველოს პრემიერმინისტრი მას შემდეგ, რაც მისმა კოალიცია ქართულმა ოცნებამ, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა პოლიტიკაში წასვლა მანამდე, ერთი წლით ადრე გადაწყვიტა და რამდენიმე თვეში რუსეთში არსებული თავისი ბიზნესი 1, 3 მილიარდ დოლარად გაყიდა. მაღაროელისა და დიასახლისის ხუთშვილიან ოჯახში დაბადებული ივანიშვილი და-ძმებს შორის უმცროსია", - აცხადებს Forbes-ი.



გამოცემის ინფორმაციით, 1984 წელს ივანიშვილი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო.

''რუსეთის პრივატიზაციის ეპოქაში, ბიზნესი პარტნიორთან ვიტალი მალკინთან ერთად დაიწყო. მათ ერთად დააფუძნეს ასევე როსიისკი კრედიტ ბანკი და ინვესტიციები განახორციელეს უძრავი ქონების ბიზნესში. ივანიშვილი საქართველოში 2003 წელს დაბრუნდა. წლების განმავლობაში მან გაყიდა ბიზნესები და რეინვესტიცია განახორციელა ოქროს სფეროში. ივანიშვილს 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კოლექცია აქვს, მათ შორისაა პაბლო პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად", რომელიც მან 2006 წელს Sotheby's აუქციონზე 95 მლნ აშშ დოლარად შეიძინა'', - აცხადებს გამოცემა.



Forbes-ის გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი კვლავ მექსიკელი კარლოს სლიმია, რომლის ქონება 73 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს 67 მილიარდი დოლარით ბილ გეითსი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ბრენდ ზარას ქსელის დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა აღმოჩნდა - 57 მილიარდი დოლარით.

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0