x
მეტი
  • 19.10.2019
  • სტატია:95743
  • ვიდეო:343074
  • სურათი:457689
"მთელმა თბილისმა იცის, როგორ ესროდა დამიზნებით უიარაღო ბიჭებს  არაადამიანი ზურაბ ნადირაძე!" - რას წერს მანჩო გიორგობიანი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირზე

image


ბლო­გე­რი მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­წყა­ლე­ბულ­თა შო­რის მისი მაზ­ლის, იო­სებ ქო­ი­ა­ვას მკვლე­ლი ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე­ცაა:


"ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მაზ­ლის, იგი­ვე ჩემი ძმის - სოსო (იო­სებ) ქო­ი­ა­ვას მკვლე­ლი - ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძეც შე­უ­წყა­ლე­ბია პრე­ზი­დენტს. 1994 წლის 19 იან­ვარს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ას­თან ნა­დი­რა­ძემ ტაქ­სი­დან იმ წა­მის გად­მო­სულ სო­სოს პირ­და­პირ გულ­ში მო­არ­ტყა ტყვია და ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც უმ­ძი­მე­სად დაჭ­რა მუც­ლის არე­ში, ძლივს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ... ზუ­რაბ ცხა­კა­ი­ას სული გა­ა­ნათ­ლოს ღმერ­თმა, მან გა­დაგ­ვირ­ჩი­ნა, სოსო სა­ავდმყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე უკვე აღარ სუნ­თქავ­და...


ამ­დე­ნი წელი ინ­ტერ­პო­ლით ვე­ძებ­დით მკვლელ ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძეს, ძლივს და­ა­კა­ვეს, ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, გა­ა­სა­მარ­თლეს, 11 წელი მი­უ­სა­ჯეს და აჰა, მე­ხი­ვით დაგ­ვე­ცა შე­წყა­ლე­ბა... რა ვთქვა, არც ვიცი...

ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­არ­წმუ­ნეთ ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში, უბ­რა­ლოდ ხართ უნა­მუ­სო­ე­ბი, ყვე­ლაფ­რის მკად­რებ­ლე­ბი და რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, თქვენ პრე­ზი­დენ­ტის რე­პუ­ტა­ცია ფე­ხებ­ზე გკი­დი­ათ, ან სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­უ­წყვეთ! რად­გან მთელ­მა თბი­ლის­მა იცის, რო­გორ ეს­რო­და და­მიზ­ნე­ბით და გა­მე­ტე­ბით 20-21 წლის უია­რა­ღო ბი­ჭებს 40 წლის არა­ა­და­მი­ა­ნი ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე!!! და არც გა­ბე­დოთ, რომ ნა­დი­რა­ძის თან­მხმლებ ბიჭს და­აბ­რა­ლოთ რამე, მას არა­ვის­თვის არა­ფე­რი უს­ვრია!!! ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე რომ მკვლე­ლია, ეს იყო პირ­ვე­ლი წა­მე­ბი­დან­ვე ცნო­ბი­ლი და არას­დროს არა­ვის ამა­ში ეჭვი არ შე­პარ­ვია, მით უმე­ტეს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და ბევ­რი მოწ­მის თან­დას­წრე­ბით!!!


სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რა ხდე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ვინ მო­ამ­ზა­და ეს საქ­მე­ე­ბი, მით უმე­ტეს ასე­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის შე­წყა­ლე­ბით, ვინ მო­გი­წყოთ ეს სა­ბო­ტა­ჟი, თუ და­ვი­ჯე­რო, თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო მათი შე­წყა­ლე­ბა?!", - წერს მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის შე­სა­ხებ, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ავ­რცე­ლებს:


"ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის შე­წყა­ლე­ბა „მთა­ვარ არხს“ ნა­დი­რა­ძის შვილ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში და­უ­დას­ტუ­რა. ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის მიერ მოკ­ლუ­ლი იო­სებ ქო­ი­ა­ვას ოჯა­ხი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და მო­ეხ­დი­ნა მის მრჩე­ველ­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვანს, დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ას.


"იმე­დი­ნი­უ­სი" ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბას პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­ე­ცა­და, თუმ­ცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ.


ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით იძებ­ნე­ბო­და. "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1994 წელს თბი­ლის­ში ჩხუ­ბი­სას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ოთხი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა, რო­მელ­თა­გან ერ­თიც, გი­ორ­გი ქო­ი­ა­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე მა­შინ ამ­ტკი­ცებ­და, რომ მას არ ჩა­უ­დე­ნია მკვლე­ლო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რად დევ­ნიდ­ნენ, რო­გორც ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს. ნა­დი­რა­ძე თავს ჩე­ხეთ­ში აფა­რებ­და, რო­მე­ლიც მის ექ­სტრა­დი­ცი­ა­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ბობ­და უარს. თუმ­ცა 2017 წელს, ჩე­ხე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა ნა­დი­რა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­შიი ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ნა­დი­რა­ძეს 11 წლით პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი".


"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბულ­თა შო­რის კი­დევ ერთი მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლია. სა­უ­ბა­რია ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე­ზე, რო­მე­ლიც 1994 წელს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბი­სას გი­ორ­გი ქო­ი­ა­ვას მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. ის თავს ჩე­ხეთს აფა­რებ­და. 2017 წელს ჩე­ხე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.


რა­დიო „თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძე ამ­ტკი­ცებ­და, რომ არ ჩა­უ­დე­ნია მკვლე­ლო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით დევ­ნას გა­ნიც­დის, რო­გორც ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. ის ჩე­ხეთ­ში პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ითხოვ­და. ამას­თან, ნა­დი­რა­ძის შვილ­მა „მთა­ვარ არხს“ და­უ­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ.


არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ ნა­დი­რა­ძეს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 28 აგ­ვის­ტოს 35 პირი შე­ი­წყა­ლა, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ 2014 წელს პო­ლი­ცი­ელ თა­რაშ მუ­კბა­ნი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის და 2004 წელს და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბი.


პრე­ზი­დენ­ტის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კეს რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის, ისე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებ­მა. ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა მო­უ­წო­და პრე­ზი­დენტს, და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს მო­მე­ტე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა­სა და არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.


0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0