x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"კარგად გაივსო ჯიბეები ამ სამარცხვინო ქალმა!" - ანიტა რაჭველიშვილი ზურაბიშვილზე

image


ცნობილი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯავრდებულთა შეწყალების აქტს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ოპერის მომღერალი დარწმუნებულია რომ ზურაბიშვილი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ იწყალებს: "ნეტა რამდენია "სტავკა" მკვლელების შეწყალებაზე? კარგად გაივსო ჯიბეები ამ სამარცხვინო ქალმა!"- დაწერა რაჭველიშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სულ 35 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. შეგახსენებთ, რომ შეწყალებული პატიმრებიდან 3 პირი მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული - რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძეა.



0
152
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
152