x
მეტი
  • 17.10.2019
  • სტატია:95724
  • ვიდეო:343053
  • სურათი:457649
რუმინეთის ეროვნული ტელევიზიის წამყვანმა ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მაიმუნს შეადარა

image ყველა ერთნაირად ლამაზი და ეშხიანი ვერ იქნება და ამის გამო ადამიანის შეურაცხყოფა არაა სწორი და ადამიანური საქციელი. არც კანის ფერის ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაა მისაღები ნორმალურ საზოგადოებაში.
მით უფრო როცა რასისტულ და დისკრიმინაციულ განცხადებას ისეთი ადამიანები აკეთებენ, ვისაც საზოგადოებაში გარკვეული ავტორიტეტი აქვთ და სიტყვაც ეთქმით-ორმაგად საწყენია.
რუმინეთის ეროვნული ტელევიზიის წამყვანმა რადუ ბანჩუმ მსოფლიოში ცნობილი, ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მაიმუნს შეადარა ღია ეთერში.
ბანჩუმ განაცხადა, რომ ამერიკელი ჩოგბურთელი არაფრით განსხვავდება ზოოპარკის ვოლიერში მყოფი მაიმუნისაგან. "სერენა უილიამსი გამოიყურება, როგორც ზოოპარკის ვოლიერში მყოფი წითელ საჯდომიანი მაიმუნი და იმ მაიმუნებს, რომ შარვალი ჩააცვათ მათ ვერ გაარჩევთ სერენა უილიამსისაგან"-განაცხადა ტელეწამყვანმა.
რუმინეთის ანტი დისკიმინაციულმა ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა ტელეწამყვანის რასისტულ გამოხდომაზე, ტელეწამყვანი მოხსნეს და დააკისრეს 2 000 დოლარის ჯარიმა.
მე კი ვფიქრობ 20 000 დოლარით უნდა დაეჯარიმებინათ და შესაბამისად "ჭკუასაც ისწავლიდა".



0
233
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
233