x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელმა სამხედროებმა დაადასტურეს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან შეხვედრა
image

აშშს- ს საჰაერო-საზღვაო ძალებმა დაადასტურა სამი ვიდეოს ნამდვილობა, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნდა და სადაც აღბეჭდილია ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, – იუწყება გამოცემა Popular Mechanics-ი.


ვიდეორგოლებზე სახელწოდებით FLIR1, Gimbal და GoFast აღბეჭდილია აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავების შეხვედრა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან. ამათგან ერთი გადაღებულია 2015 წელს აღმოსავლეთ სანაპიროზე F/A-185F ავიაგამანადგურებლიდან, ხოლო მეორე ვიდეო 2004 წელსაა გადაღებული კალიფორნიის სანაპიროზე ავიამზიდი USS Nimitz პილოტების მიერ.ყოველ ვიდეოზე აღბეჭდილია ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ისეთი მანევრები, რომელიც შეუძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიის თვალსაზრისით.


თუმცა აშშ-ს საზღვაო ძალების ექსპერტიზამ ფენომენს მიანიჭა კლასიფიკაცია-ამოუცნობი ციური მოვლენა და არა როგორც უცხოპლანეტელთა ხომალდი.



აღსანიშნავია, რომ პენტაგონს გააჩნია საკმაოდ ბევრი მაგალითი, სადაც სამხედროების და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შეხვედრაა დაფიქსირებული, თუმცა ის მკაცრად გასაიდუმლოებულია.2012 წლამდე უწყება მუშაობდა პროგრამაზე-პერსპექტიული მუქარა ავიაციაზე( The Advanced Aviation Threat Identification Program), რა დროსაც იკვლევდნენ მსგავს ინციდენტებს.


0
510
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0