x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
კამორა - ნეაპოლიტანური მაფია
image


ნეაპოლიტანური "კამორა" მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური, მდიდარი და სასტიკი დანაშაულებრივი დაჯგუფებაა, რომელმაც საუკუნეებს და მთელ რიგ ფორმაციებს გაუძლო - მონარქიით დაწყებული, ფაშიზმით გაგრძელებული და დემოკრატიით დამთავრებული. "კამორა" მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფლობს რამდენიმე ტრილიონი დოლარის ქონებას, ხოლო მისი წლიური შემოსავალი 150 მილიარდ დოლარს შეადგენს. "კამორას" არ აქვს არანაირი ერთიანი ხელმძღვანელობა, იგი შედგება ერთმანეთთან დაპირისპირებული მრავალი ასეული კლანისაგან. ისინი ერთიანდებიან სხვა კლანთან მხოლოდ კონკრეტული საერთო მიზნის მისაღწევად და ნებისმიერ დროს შესაძლებელია ეს ერთობა მოიშალოს, ან სულაც ერთმანეთს ომი გამოუცხადონ.


კლანები მუდმივი ომის, ინტრიგების, მძაფრი კონკურენციის პირობებში არიან, რაც მათ საშუალებას არ აძლევთ დეგრადირდნენ. მუშაობს ბუნებრივი გადარჩევის ევოლუციონისტური პრინციპი - "სუსტი ნადგურდება"


"კამორა" ყველა კონტინენტზე მოქმედებს (ანტარქტიდის გარდა). ბოლო 20 წლის განმავლობაში მათ ანგარიშზეა მთელ მსოფლიოში 10 000–ზე მეტი მოკლული კაცი.




image

0
262
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0